კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
კაკასხიდის ხიდები
სარეგისტრაციო ნომერი:
26444
სახეობა:
საინჟინრო
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1904 წ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
ბაღდათი
დასახლებული პუნქტი:
კაკასხიდი


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
21/06/2019
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
02/42
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სულ 5 ხიდია. მათგან ერთი ყველაზე დიდი, მდებარეობს მდ. ხანისწყალზე, სოფ. კაკასხიდიდან სამხრეთით, დანარჩენი ოთხი ხანისწყლის მარცხენა შენაკად ქერშავეთზე კაკასხიდის ხიდიდან 3 კმ-ის მონკვეთში. სუყველა წარმოადგენს ზეკარის საუღელტეხილო გზის ნაწილს, რომელიც ხანისწყლის და ქვაბლიანის ხეობებს აკავშირებს ერთმანეთთან. ხუთივე ხიდი დღემდე მოქმედია. ხიდები ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის სამხედრო გზის მშენებლობის დროსაა დამონტაჟებული 1894-1904 წწ. გზის „მშენებლობის“ დაწყება დაკავშირებულია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სახელთან, ორმოცწლიანი პროექტირება-სამშენებლო სამუშაოების შედეგად კი გზის მშენებლობა ნიკოლოზ მეორის დროს დასრულდა. ხიდებიდან ერთი - კაკასხიდის ხიდი დიდია და ორმხრივი მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი ოთხი კი მცირე ზომის და ერთი მიმართულებით მოძრაობისთვისაა აგებული. სუყველა ერთი მასალით და ერთნაირი ტექნიკითაა აგებული: ხიდები ეყრდნობიან მდინარეების ორივე მხარეს კვადროვანი ქვებით ნაგებ ჯებირებზე დალაგებულ ბალიშებს. ბალიშების რაოდენობა ხიდის სიდიდის მიხედვით ორიდან ხუთამდე მერყეობს. ხიდის კონსტრუქცია ფოლადის ბრტყელი ღერაკებითაა და მართკუთხა ფირფიტებითაა შეკრული. დეტალების გადაბმისთვის გამოყენებულია მხოლოდ დამოქლომების მეთოდი. უშუალოდ სავალი ნაწილის საყრდენი შვერილები ლითონის ფირფიტებისგანაა შეკრული, ხიდების მოაჯირები კი ორ ჰორიზონტალურ რელსს შორის ღერაკების ვერტიკალური და დიაგონალური რიგებითაა შეკრული. სავალ ნაწილად გამოყენებულია თუთიის გოფრირებული კონსტრუქცია. მე-4 ხიდის თუთიის ამ კონსტრუქციაზე ქვემოდან ძველი რუსულით შესრულებული ორი სიტყვაა გარკვეული ინტერვალით წაწერილი: კაკასხიდის ხიდის მოაჯირის დაბოლოებაზე, დუღაბის ჯებირებზე რელიეფური სიმბოლიკაა მოცემული: ერთზე გადაჯვარედინებული ნაჯახი და ღუზა, მათ ქვემოთ კი 1904, მეორეზე კი „N“ გრაფემა, როგორც ჩანს იმპერატორ ნიკოლოზ მეორის სახელის ინიციალი. მართალია ხიდის თარიღი მხოლოდ ერთზეა მოცემული, მაგრამ ხიდების სრული იდენტურობა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ისინი ერთი და იგივე დროს დამონტაჟებულად მივიჩნიოთ. პეტრე აკიმჩევის მონათხრობით, რომელიც გახლდათ ნიკოლოზ მეორის ძმის, გიორგი რომანოვის ნათლული, აღნიშნული ხიდები სამეფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფრანგეთიდან - ეიფელის ქარხნიდან ჩამოიტანეს დაშლილი ფოთის ნავსადგურის გზით და ადგილზე ააწყვეს (პაპის ეს მონათხრობი გადმოგვცა ბაღდათის მკვიდრმა - სერგო აკიმჩევმა). კაკასხიდის ხიდები იმ საინჟინრო ნაგებობათა რიგში დგას, რომლებიც XIX-XX სს. მიჯნისთვის საქართველოს გზებსა და რკინიგზებზე აგიო და რომელთა ერთი ნაწილი გუსტაფ ეიფელის ქარხნიდან იქნა ჩამოტანილი და ადგილზე დამონტაჟებული. ამდენად, ის ერთი მხრივ ისტორიული ღირებულებისაა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოში XX საუკუნის დასაწყისისთვის სატრანსპორტო საინჟინრო ქსელის განვითარების ნაწილია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • პირველი, დიდი ხიდი მდ. ხანისწყალზე

  • მეორე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეორე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეორე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეორე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მესამე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მესამე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მესამე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მესამე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეოთხე ხიდი მდ ქერშავეთზე

  • მეხუთე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეხუთე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეხუთე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეხუთე ხიდი მდ. ქერშავეთზე

  • მეხუთე ხიდი მდ. ქერშავეთზე

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com