კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26440
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
ჭივჭავი
კოორდინატები:
X:452029.999999238 Y:4600210.00003057
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მთავარმა ეკლესიამ, სერიოზული დაზიანებითა და უხეში გადაკეთებით მოაღწია. ესაა საშუალო ზომის, დარბაზული ტიპის ნაგებობა. ეკლესია კირხსნარზე ნაწყობი, საგულდაგულოდ გათლილი უზარმაზარი ბაზალტის კვადრებით იყო ნაგები და მხატვრულად გათლილი დამუშავებული დეტალებითა და რელიეფებით გაფორმებული. დარჩენილია ქვების მხოლოდ ქვედა რიგი, რომელიც ერთსაფეხურიან ცოკოლზეა დაფუძნებული. თლილი ქვის საფეხური შემოუყვება კედლებს შიგნიდანაც, საკურთხევლის კუთხემდე. ჩრდილოეთის კედლის შედარებით მაღალი ნაშთი, გარედან, ნაყარი მიწითაა დაფარული. ეკლესიას, შესასვლელი, სამხრეთიდან ჰქონდა, ღიობის მხოლოდ ძირია დარჩენილი. იატაკი მოგებული იყო თლილი ქვის ფილებით. საკურთხევლის კუთხეები მოვარდისფრო ბაზალტის ქვითაა ამოყვანილი. აფსიდს თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს. იატაკის დონე, ეკლესიის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, ორი საფეხურით არის აწეული. საკურთხეველი დავიწროვებული და უხეშად სახეცვლილია, შუა ნაწილში დამატებულია კედლები. ამის გამო, აღარ იკითხება აფსიდის აბრისი. წყობაში ჩასმული ქვის წარწერაში მითითებულია გადაკეთების წელი - 1962 და ავტორი - ოსტატი კარაილოვი. შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ეკლესიის თლილი ქვის ორმხრივ საპირეს, კირხსნარი და თხელი შემავსებელი აკავშირებდა; ასეთი დიდრონი კვადრებით შედგენილი კედლის კვალობაზე, მისი სისქე, არ არის შესაბამისად მძლავრი, თვით კვადრებიც თხელია და ღრმად არ შედის კედლის სიღრმეში. სავარაუდოდ, ეს, ნაგებობის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი დასავლეთიდან გაწმენდამდე

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, გაწმენდამდე

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი აღმოსავლეთიდან, გაწმენდამდე

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ნაჭივჭავები, ეკლესია, ხედი გაწმენდის შემდეგ

  • ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის ფრაგმენტი

  • ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი

  • ეკლესიის საკურთხევლის ნაწილი, გაწმენდის შემდეგ

  • ეკლესიის საკურთხევლის ნაწილი, გაწმენდის შემდეგ

  • საფლავის ქვა ორ ეკლესიას შორის, ტერასაზე

  • საფლავის ჩიტიანი ქვა ეკლესიის სამხრეთით

  • საფლავის ქვა ეკლესიის ეზოს აღმოსავლეთის ნაწილში

  • დიდი ლოდი შემოსწორებული ნაპირით დასავლეთის უბანში

  • საკურთხევლის გაწმენდისას ნაპოვნი ჩუქურთმიანი ქვის და კერამიკული ჯამის ფრაგმენტები

  • ქვის თლილი ბაზისი ნასოფლარის ცენტრალური უბნიდან

  • ნაჭივჭავები, საფლავის ქვა

  • ნაჭივჭავები, საფლავის ქვა

  • ნაჭივჭავები, საფლავის ქვის ფრაგმენტი

  • ნაჭივჭავები, ორფიგურიანი საფლავის ქვა

  • ნაჭივჭავები, ორფიგურიანი საფლავის ქვის ფრაგმენტი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com