კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26439
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნასოფლარი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნასოფლარი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-11-მე-16 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
ჭივჭავი
კოორდინატები:
X:451939.999999236 Y:4600300.00003057
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ნასოფლარში ერთსართულიანი, ბანიანი სახლების ტერასულ განაშენიანებას განვითარებული სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა აქვს; ზოგად ხაზებში ვიწრო ქუჩებისა და შუკების ქსელი იკითხება. ტერასებად განლაგებულ ნამოსახლარებს შორის ჩანს სასაფლაო გზებიც (3 მ-მდე სიგანის), სადაც ბორბლიანი ტრანსპორტი იმოძრავებდა. საცხოვრებელი კომპლექსები ქუჩების მიმდებარედ არის განლაგებული. სათავსები, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და მათ შორის ქვის კიბეებია მოწყობილი. კომპლექსებს განვითარებული გეგმა ახასიათებს, მრავალსათავსიანი (5-6) და მრავალფუნქციურია (საცხოვრებელი და სამეურნეო); სათავსების ზურგის მხარე ღრმად შედის ფერდში, ხოლო საფასადე მხარე განადგურებულია. მძლავრი კედლები მშრალად ნაწყობი არათანაბარი ზომის ბაზალტის ქვებითაა ნაშენი. წყობაში ხსნარი არ შეინიშნება, კედლების სიგანე 140 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ქვები, უმთავრესად, სწორხაზოვან რიგებად არის დაწყობილი, ერთმანეთს მჭიდროდ არის მორგებული და იარაღით დამუშავების კვალი არ ატყვია. საცხოვრებელი კომპლექსის ტიპური ნიმუში დარბაზის, საკუჭნაოს, სამზარეულოს, საქონლის სადგომის, შემოღობილი სამეურნეო ეზოსა და მარნისაგან შედგება. სათავსები, ხშირად, არასწორი მოხაზულობისაა. კარის ღიობები, ძირითადა, კუთხეშია გაჭრილი. სადგომებს შორის ირეგულარული გეგმარების დამაკავშირებელი დერეფნებია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
  • საცხოვრებელი კომპლექსის კედელი, ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში

  • გზა ეკლესიის გალავნის ჩრდილოეთით

  • საცხოვრებელი კომპლექსის სათავსი, მთავარი ეკლესიის გვერდით

  • საცხოვრებელი კომპლექსის სათავსი, მთავარი ეკლესიის გვერდით

  • კარის ღიობი

  • კედლის წყობა

  • საცხოვრებელი კომპლექსის სათავსი მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთით

  • სათავსი ცენტრალური უბნის აღმოსავლეთ ნაწილში

  • სათავსი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში

  • ტერასები ქვედა უბანში

  • ტერასები ქვედა უბანში

  • სათავსი ქვედა უბანში

  • სათავსი ქვედა უბანში

  • კედლის ფრაგმენტიქვედა უბანში

  • სათავსი ნასოფლარის დასავლეთ ნაწილში

  • სათავსის ფრაგმენტი ეკლესიის ჩრდილოეთით

  • სათავსის ფრაგმენტი ნასოფლარის ჩრდილოეთ ნაწილში

  • სათავსი სამანქანო გზის მოსაზღვრე ზედა უბანში

  • ნაჭივჭავები, ნამოსახლარი

  • ნაჭივჭავები, ნამოსახლარის ტერიტორია

  • ნაჭივჭავები, ნამოსახლარი, გზის მონაკვეთი

  • ქვის თლილი ბაზისი ნასოფლარის ცენტრალური უბნიდან

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com