კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26438
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნასოფლარი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/ნასოფლარი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-10-მე-16 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
თეთრი წყარო,ივანოვკა
კოორდინატები:
X:450789.999999217 Y:4602373.00003052
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დასახლება განსხვავებული ზომისა და მოყვანილობის სათავსების შემცველი გაფანტული ჯგუფებისგან შედგება. აღნიშნული სათავსების გეგმა სხვადასხვა მოხაზულობისაა: ოვალური, კუთხეებმომრგვალებული სწორკედლებიანი, იშვიათად - წრიული. ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან, სოფელს, მძლავრი გალავანი შემოუყვება, რომელიც, როგორც ჩანს, ხეობიდან ამოსასვლელ გზას კეტავდა. გალავნის საკმაოდ გრძელი მონაკვეთი (დაახლ. 60 მ) დაფიქსირდა ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეებზე. დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარესაც, სწორკუთხაბურჯებიანი გალავანი ზღუდავდა (შემონახულია ფრაგმენტულად). ნასოფლარის ინტენსიური დასახლების ძირითადი ნაწილი ხევის პირს გაუყვება. ის დასერილია სასოფლო გზებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემონახულია ეკლესიის ნანგრევები. მის ირგვლივ სასაფლაოა. ნასოფლარის შენობები, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ხსნარის გარეშე, დიდი ზომის დამუშავებული, სხვადასხვა მოყვანილობის ბაზალტის ლოდებით (ზოგიერთი მათგანის ზომა 2 მეტრამდე აღწევს). ქვები მჭიდროდაა ერთმანეთზე მორგებული და ერთიან მონოლითურ მასადაა ქცეული. კედლების სიგანე, ხშირ შემთხვევაში, 2 მეტრს უყოლდება. განსხვავებული ტექნიკით არის ნაგები ეკლესია. ასანიშნავია სოფლის დაცვის კარგად მოფიქრებული სისტემა, რაც ამ ნასოფლარში შედარებით კარგადაა შემონახული. ბუნებრივი პირობების და ზღუდე-ბურჯების სისტემა საიმედოდ იცავდა სოფლის მაცხოვრებლებს უცხოთა შემოსევებისგან.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
  • ჭივჭავის ხეობის ნასოფლარი, კედლის ფრაგმენტი

  • ჭივჭავის ხეობის ნასოფლარის გალავანი

  • ჭივჭავის ხეობის ნასოფლარი, კედლის წყობა

  • ჭივჭავის ხეობის ნასოფლარის ნაგებობები

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com