კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ეკლესიის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
26307
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სატრაპეზო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,სათავდაცვო /კარიბჭე
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სატრაპეზო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,სათავდაცვო /კარიბჭე
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
საგარეჯო
დასახლებული პუნქტი:
მუხროვანი
კოორდინატები:
X:510832.063200174 Y:4625554.63842992
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
როგორც შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს ეკლესია და კარიბჭე ერთი პერიოდისაა, კამაროვანი ნაგებობა კი ოდნავ მოგვიანებით უნდა იყოს აგებული, სავარაუდოდ ეკლესიის მოხატვის დროს. კომპლექსის ეკლესია დარბაზულია, გამოკვეთილია კლდის ფერდის ჩრდ. ბოლოში. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭიდან. ეკლესიის დარბაზი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ჩრდ. გვერდში ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დასრულებულია კონქით. ინტერიერი შელესილი და მოხატულია, თუმცა კედლების ზედაპირი არც თუ ისე სწორია. მოხატულობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი. საკურთხევლის კონქში "ვედრებაა" გამოხატული. მოხატულობა დაზიანებულია. კარიბჭე, ეკლესიასთან შედარებით, მომცროა და მასთან ერთადაა გამოკვეთილი. იგი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან შედგება. კარიბჭის დას. კედელსაც კლდე წარმოადგენს, სამხრეთიდან კი, კამაროვანი ნაგებობის ჩრდ. კედლითაა მოზღუდული. კამაროვანი ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა და ოდნავ აღმ-დას-ის მმართულებითაა წაგრძელებული. ნაგებია სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის დაუმუშავებელი ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com