კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26303
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,სათავდაცვო /ციხე
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,სათავდაცვო /ციხე
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
საგარეჯო
დასახლებული პუნქტი:
მანავი
კოორდინატები:
X:536892.427700591 Y:4622168.06613001
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდ.-დას-ით, თოხლიაურისხევის სათავეებთან, მანავის ცივის სამხრ. კალთის ერთ-ერთ განშტოებაზე, სოფლიდან (ბურდიანის გავლით) დაახლ. 10 კმ-ზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ციხის სახელწოდებას ლეგენდა თამარ მეფეს უკავშირებს. თითქოს ციხე მეფე - ქალს აუშენებია და ამიტომ ჰქვია მას ქალის ციხე. სხვა ვერსიის მიხედვით კი, როდესაც მამაკაცები საომრად იყვნენ წასული, ციხეს ქალები იცავდნენ და სახელიც აქედან მომდიანრეობს. ციხე განალგებულია ორი ღრმა ხევის შესაყართან, მაღალ, ციცაბოფერდებიან მთაზე ისე, რომ ხევების მხრიდან იგი სრულიად მიუდგომელია. ერთადერთი მისადგომი ბილიკი ჩრდ-იდან, მანავის ცივის მხრიდანაა. აქედან კი ციხემდე 1,5-1,7 კმ იქნება. ადგილის ტოპოგრაფიიდან გამომდიანრე, ციხის გეგმა არაწესიერი მოხაზულობისაა (ფართ. დაახლ. 5000 კვმ-ია, კედლის სისქე - 1-1,5 მ) და მთის გასწვრივ, რამდენადმე ჩრდ-იდან სამხრ-სკენაა წაგრძელებული. ციხის სამხრ. ბოლოში, ყველაზე დაბალ ადგილზე, გეგმით ნახევარწრიული, მძლავრი, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული კოშკია (შემორჩენილია ოთხსართულნახევრის სიმაღლეზე), რომელიც გალავანშია ჩართული და როგორც ჩანს, ციხის მხარეს მთელ სიმაღლეზე იყო გახსნილი. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა - შემორჩენილია გადახურვის კოჭების ბუდეები. გალავნის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ციხის ტერიტ. მთლიანად ტყითაა დაფარული და უამრავი ქვაა მიმოფანტული. ციხის ჩრდ. ნაწილში, მცირე შემაღლებაზე, ძლიერ დაზიანებული, დარბზული ტიპის ეკლესიაა, რომლისგანაც, არსებითად, მხოლოდ აღმ. და დას. კედლებია შემორჩენილი (სიმ. დაახლ. 5 მ). სამხრ. და ჩრდ. კედლები კი დაახლ. 1-1,5 მ-ის სიმაღლეზეღა დგანან. თუმცა, ორივე კედელი გარედან მიწითა და ქვებითაა დაფარული. შესასვლელი, როგორც ჩანს, ეკლესას დას-იდან ჰქონია. კედელი ამ ადგილას განგრეულია. აღმ-ით აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com