კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26302
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
საგარეჯო
დასახლებული პუნქტი:
მანავი
კოორდინატები:
X:537734.729800603 Y:4618268.96803011
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
არქეოლოგიურ, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ტურის უბანში, თბილისი-გურჯაანის გზატკეცილის პირას, მარჯვენა მხარეს. შემორჩენილი იყო აღმ.-დას-ის ღერძზე განლაგებული ორი ნაგებობის ნაშთი. მ.შ. დას-ით მდებარე ნაგებობიდან, მიწის ზემოთ, მხოლოდ ჩრდ. კედლის მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი (სომ. დაახლ. – 2 მ), აღმ-ით მდებარე კი მიწის პირამდე იყო დანგრეული და კედლების კვალი მხოლოდ აქა-იქღა მოჩანდა. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, აღმ-ით მდებარე შენობის ადგილზე გადაწყდა ახ. ეკლესიის აშენება, რის გამოც, ეკლესიის შემორჩენილი ნაშთების გამოვლენის მიზნით, 2011 წელს ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. გათხრების შედეგად ეკლესიის ნაშთი არ აღმოჩნდა. გამოვლინდა მოზრდილი შენობის მცირე ნაწილი, რომლის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (გარეთა ზომები: აღმ.-დას-ის ღერძზე - 11მ, სამხრ.-ჩრდ-ის ღერძზე, დაახლ. – 12 მ) სამი ოთახია ჩაწერილი. ოთახები ერთმანეთისგან გამიჯნულია კაპიტ. კედლით და თითო კარით უკავშირდება ერთმანეთს (შემორჩენილი კედლების სიმ. – 90-100 სმ, სისქე - 90 სმ). ოთახებიდან ორი შენობის ჩრდ. ნახევარშია მოქცეული, ხოლო მესამე - სამხრ. ნახევარში (ამ ოთახის სამხრ. კედლის მდბარეობა ნაგებობის ამ ნაწილის გაუთხრელობის გამო, დაუდგენელია). ჩრდ-ით მდებარე ოთახები თითქმის თანაბარი ფართობისაა (ფართობი დაახლ. 16 კვმ-ია). ორივე ოთახში თითო ბუხარია. დას-ით მდებარე ოთახში ბუხარი ჩრდ. კედლის სისქეშია მოწყობილი, აღმ-ით მდებარე ოთახში კი - კედელზეა მიდგმული. ბუხარი მესამე, სამხრ-ით მდებარე ოთახშიცაა - აღმ. კედლის შუაში. შენობის ჩრდ. ნახევრის ჩრდ. კედლის შემორჩენილი ნაშთის (სიგრ. 50 სმ-ია) მიხედვით ჩანს, რომ კედელი აღმ-ითაც გრძელდებოდა, რომელიც მოგვიანებით მოუნგრევიათ. შენობის დას. ნაწილიდან (გაუთხრელია) მხოლოდ ორი ოთახის კედლის ნაშთები იკითხება. მათგან დას-ით მდებარე (ფართ. 25 კვმ-ია) ოთახის ჩრდ. კედლის შუაში ბუხარია, დას. კედლის შუაში კი (კედელი ამ ადგილას დანგრეულია), სავარაუდოდ, კარი იყო მოწყობილი. აღმ-ით მდებარე ოთახიდან მხოლოდ ჩრდ. კედლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. საშენ მასალად თანაბარი ზომის, რიყის ქვაა გამოყნებეული, რომელიც დაწყობილია წესიერ, თარაზულად გამავალ რიგებად. ბუხრები მთლიანად აგურით ყოფილა გამოყვანილი. აგურის ნატეხები, ალაგ-ალაგ, კედლების წყობაშიცაა ჩატანებული. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის საფუძველზე, შენობა, სავარაუდოდ, გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღდა. ნაგებობის დას-ით, ორმოციოდე მ-ის მანზილზე, შემორჩენილია აღმ.-დას-ის მიმართულებით ორიენტირებული, რიყის ქვითა და აგურით ნაგები შენობის ნანგრევი )ჩრდ-დას. კუთხე და ჩრდ. კედლის ნაწილი), რომელიც შესაძლებელია ეკლესიის ნაშთიც კი იყოს. იქვე ახლოს, დას-ით, ერთ-ერთი მოსახლის ეზოს შემომზღუდავ კედელში, ჩართულია დაახლ. 2 მ სიმაღლის, რიყის ქვით ნაშენი კედლის ნაწილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com