კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
26301
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩაჟაში
კოორდინატები:
X:337446.211996967 Y:4753311.1179269
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მაჩუბი დიდი ზომის ოთხკუთხა სივრცეა, რომელშიც შემორჩენილია როგორც გადახურვის სისტემა, ასევე ინვენტარიც. ეს მოცულობა გადახურულია ორქანობა სახურავით, რომლის მიმართულებაა აღმოსავლეთიდან-დასავლეთით. სამხრეთ კედელში ჯიხვის რქებია ჩამაგრებული. მაჩუბის პირველი სართული დანაწევრებულია. ცენტრში დედაბოძია მოცემული, რომლის გვერდები ჩაკვეთილია. შესასვლელი დღეს დასავლეთი კედლის სამხრეთ კიდეშია გაჭრილი. სამხრეთ კედელთან ინტერიერში, კლდის ნაწილია შემოჭრილი, რომელსაც შემდგომ მიადგეს ორმხრივი ხის თაღოვანი ორნამენტული ტიხარი. მაჩუბის ჩრდილოეთ კედელში აივანზე გამავალი კარი იყო გაჭრილი, რომელიც დღეს აღარ არსებობს. მისგან მხოლოდ ფასადის მხრიდან ბუდეებია შემორჩენილი. ამჟამად ეს კარი ამოქოლილია. მაჩუბის მეორე სართულზე ასვლა ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ამოჭრილი ჭერიდან ხდება მიდგმლი ხის კიბის საშუალებით. ეს მოცულობა განათებული იყო სამი სარკმლით, რომელიც აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელში იყო გაჭრილი. მაჩუბის მეორე სართული დარბაზია, რომლის ცენტრში დედაბოძია მოცემული. ამ უკანასკნელს დიდი მორებისგან შედგენილი საბჯენი ტიხარი ეყრდნობა. კონსტრუქცია ყველგან ერთნაირია. მორების ბოლოები კედელშია ჩაშენებული. მიმართულება - აღმოსავლეთ-დასავლეთით. შესასვლელი კარი ეზოდან სამხრეთ კედელშია გაჭრილი, საიდანაც პირდაპირ დარბაზში ვხვდებით. დარბაზი განათებულია ერთი, საკმაოდ განიერი სარკმლით, რომელიც ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. კიდევ ერთი სარკმელია დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში. დარბაზის კედლებში ღრმა თაღჩებია გაფანტული.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com