კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25089
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
წოდორეთი
კოორდინატები:
X:470685.350499531 Y:4622928.82172999
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სოფელ ლისის გავლით, წოდორეთის შესასვლელთან, გზა მარჯვნივ უხვევს. ხოლო პატარა უღელტეხილის ჩავლის შემდეგ, ხევს გაღმა, ტყე-ტყე დიღმის ხეობის სათავეებში გაუყვება. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია, შემორჩენილია მთელი სიმაღლით და თავდაპირველი სახით - ყოველგვარი გადაკეთების აგრეშე. იგი საშუალო ზომისაა, განიერი კედლებით. კედლები ამოყვანილია ორმხრივი შირიმის პერანგით, რომელთა შორის ჩასხმულია ქვაგარეულ დუღაბი. გარედან ეკლესიის კედლები მთლიანად შირიმის პერნაგით არის შემოსილი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფილებით. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი ზევით ჰორიზონტალურად მოთავსებული უნდა ყოფილიყო მოგრძო, განსხვავებული ჯიშის ქვა, რომელიც ჩამოვარდნილია და ეკლესიის შესასვლელთან დევს. ქვის ცენტრში მოთავსებულია ფონიდან რელიეფურად ამოწეული გოლოგითის ჯვრის გამოსახულება, რომლის მარჯვნივ ხელის გაშლილი მტევანია ამოკვეთილი. ჯვრის მარცხნივ კი გამოხაულება გაცვეთილია და აღარ იკითხება. დასავლეთ ფასადზე სარკმლის ზევით, მომწვანო ქვაზე გამოსახულია წრეში ჩახაზული ტოლმკლავა და ბოლოებგაშლილი ჯვარი. ინტერიერში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელი გარედან თაღოვანი ტიმპანით სრულდება, ინტერიერიდან კი, სადა, სწორკუთხა ფორმისაა. ნაგებობის შიდა სივრცე გაშლილია, პროპორციული და მშვიდი, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული, რომელიც გარეთა კედლების სწორკუთხედშია მოქცეული. საკურთხევლის სარკმლის გვერდების გასწვრივ, სხვადასხვა სიმაღლეზე მოთავსებულია პატარა, სწორკუთხა და ღრმა ნიშები. ნახევარწრიული კამარა მარტივი პროფილის იმპოსტდებიდან აღმართულ შირიმის ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ექსტერიერისგან განსხვავებით ინტერიერში შერეული ქვის წყობაა გამოყნებეული. ეკლესიის გადამხურავი კამარა მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია შემორჩენილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com