კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25088
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები /გვიანბრინჯაოს ხანა-ძვ. წ. მე-16-11 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
მცხეთა
დასახლებული პუნქტი:
ძველი ქანდა
კოორდინატები:
X:466219.010899456 Y:4639561.28192957
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
11983-1984 წლებში ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცა გათხრებს აწარმოებდა მცხეთის რაიონში. გზის რეკონსტრუქციის ზონაში ძველი ქანდა-ოკამის მონაკვეთზე, სოფ. ძველი ქანდის მიდამოებში არსებული ბრინჯაოს ხანის სამაროვნის გარდა, მიწის სამუშაოების დროს თავი იჩინა უცნობმა ძეგლებმა. ექსპედიციის მიერ, ძველი ქანდის სამაროვანზე გამოვლენილი ძეგლების ქრონოლოგიური არეალი მოქცეულია მტკვარ-არაქსის კულტურისა და განვითარებულ შუა საუკუნეებს შორის. ძველი ქანდის სამაროვანზე გაითხარა 61 სამარხი და ერთი ყორღანი. აღნაგობის მიხედვით ისინი ორმო-სამარხთა ტიპს მიეკუთვნება და გაერთიანებულია მიწაყრილიან, ქვაყრილიან და ხრეშყრილიან ჯგუფებად. სამარხთა უმრავლესობას მიწის პირზე, წრიულად, ნახევარწრიულად ანუ ნალისებურად, ხოლო ერთ შემთხვევაში, ოთხკუთხედად შემოწყობილი ჰქონდა რიყის ქვები. გათხრილი იქნა ისეთი სამარხებიც, რომლებსაც სამხრეთის ან დასავლეთის მხრიდან, ნახევარწრისმაგვარი მდინარეული ხრეში ყრილები გააჩნდა, რომელთა სიფართე - 0,3-1 მ-ს უდრიდა. განათხარ ფარდობზე გამოვლენილი იქნა სხვადასხვა ფორმისა და ზომის რიყის ქვიდან გაკეთებული მოედნები და ყრილები, რომელთა ქვეშ არაფერი აღმოჩნდა, მათი დანიშნულება გაურკვევლი დარჩა. სამარხების აღნაგობის, დაკრძალვის წესის და მრავალრიცხოვანი მასალების გათვალისწინებით ცენტრალური ამიერკავკასიის კულტურულ წრეში ექცევა, გვიანი ბრინჯაოს ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება და ზოგადად ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com