კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25087
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/კუპელჰალე,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/კუპელჰალე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მარტვილი
დასახლებული პუნქტი:
ნაჯახავო
კოორდინატები:
X:278595.91279492 Y:4691941.95902843
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
1978-80 წლებში ნოქლაქევის ექსპედიციის მიერ გაითხარა ეკლესიის ნანგრევები, მიუხედავად იმისა, რომ კედლები მხოლოდ ორიოდე მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, კარგად ირკვევა, როგორც მისი გეგმა, ასევე ტიპიც. ნაგებობა მცირე ზომის მარტივი გუმბათოვანი ტიპის ეკლესიას წარმოადგენს, რომელსაც „Kuppel-halle“-ს უწოდებენ. ეკლესიის დარბაზის, გრძივი კედლების ორი წყვილი მასიური შვერილით, ორ არათანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი. დარბაზის აღმოსავლეთი მონაკვეთი დასავლეთისას თითქმის სამჯერ აღემატება. საკურთხეველი უშუალოდ დაკავშიებულია დარბაზის აღმოსავლეთის მონაკვეთთან. შვერილები, რომელებზეც გუმბათი იყო დაყრდნობილი, სამხრეთით სამსაფეხურიანია, ხოლო ჩრდილოეთით - ორსაფეხურიანი. ამ შვერილების დასავლეთის მხარეს თითო მაღალი სწორკუთხა ნიშაა დატანებული, რომლებიც იატაკის დონიდან 1,5 მ-ის სიმაღლეზეა განლაგებული. დარბაზის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრებზე კედლების შვერილები სხვადასხვა მანიძილთაა ერთმანეთთან დაცილებული, რის გამოც ეკლესიის ინტერიერი ასიმეტრიულია, თუმცა ადგილზე ეს ძნელი შესამჩნევია. დარბაზის ირგვლივ სწორკუთხა ჩამოსაჯდომი შემოუყვება. ეკლესიის მოხატულობის კვალი ბევრგან ჩანს. კერძოდ სამხრეთის მხარეს, აღმოსავლეთ პილონის ნიშაში კარგად ჩანს ჯვრის გამოსახულება. ეკლესიას სამი, თითქმის თანაბარი სიგანის შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. შემდეგ პერიოდში ეკლესია სამივე მხრიდან მინაშენებით გაუზრდიათ. მათგან დასავლეთი და სამხრეთი კარიბჭეებს წარმოადგენს, ჩრდილოეთისა კი - დახურული სათავსია, რომელშიც მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა. სამხრეთის კარიბჭე მხოლოდ სამხრეთიდან ყოფილა ღია, ხოლო დასავლეთისა - სამი მხრიდან, მოგვიანებით კარიბჭეების ყველა ღიობი აუმაღლებიათ თუ ამოუშენებიათ.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com