კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25084
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.; ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები /გვიანბრინჯაოს ხანა-ძვ. წ. მე-16-11 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
დაღეთი
კოორდინატები:
X:459491.290799356 Y:4598024.11903063
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მუგუთის ქვაბები გამოქვაბულთა კომპლექსია, რომელიც თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-იოდე კმ-ზე, მდ. ხრამის ხეობაში მდებარეობს. მდ. ხრამის ხეობის ეს მონაკვეთი შედარებით განიერია და კალაპოტის მახლობლად მოზრდილი დავაკებას ქმნის. ტაფობი მოფოენილია ნასახლარების, ციხე-კოშკების, ეკლესიების და სამეურნეო ტერასების ნაშთებით ნასოფლარის ჩრდილოეთით ხრამს მცირე შენაკადი ერთვის, რომლის ხეობის კანიონში შესართავთან ახლოს, ერთმანეთის პირისპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 ჯგუფი. მარცხენა კალთაში გამოკვეთილი ჯგუფი 3 იარუსად განლაგებული 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისგან შედგება, მარჯვენა ჯგუდი კი 19 გამოქვაბულისაგან, რომლის ირიბი 2 ირუსი მარჯვენა კიდეში ერთმანეთს ერწყმის. ორივე ჯგუფის ქვედა იარუსები ციცაბო ქრაფის ძირშია გამოკვეთილი და სრულიად ადვილი მისადგომია, ხოლო ზედა იარუსის ქვაბებში საკმაოდ მოხერხებული ტერასული ასასვლელებით ვხვდებით. გამოქაბულები, ისევე როგორც ხრამის ხეობის კლდის ძეგლთა დიდი უმრავლესობა, ლითონის იარაღის გამოუყნებლადაა გამოკვეტილი - ბაზალტოვანი ქანების გახურება-გაცივებით, ბზარებში სოლების ჩაჭედების და გამონგრევის ხერხით, აქ გვხვდება სწორკუთხედის მაგვარი და ოვალური გეგმიურ-სივრცობრივი სტრუქტურის, აგრეთვე, ნებისიერი გეგმის უხეშად დამუშავებული ცალკეული სათავსები, ერთმანეთთან შიგა გასასვლელბით დაკავშირებული. გამოქვაბულთა ჯგუფი ძლიერი დაზიანების შემდეგ ფეოდალურ ხანაში აღუდგენიათ, ზოგერთი გამოქვაბული კი განსაკუთრებული მიზნით, საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. მაგალითად მარჯვენა კომპლექსის მეორე იარუსზე დიდი მასშტაბის რეკონტრუქციის შედეგად გამოქვაბულების და ქვით ნაგებობის სინთეზის საინტერესო სურათი შეიქმნა. აქ 6 გამოქვაბულის ჩამორღვეული ფასადი ქვითკირის ერთიანი სისტემითაა აღდგენილი, რომელიც ზღუდეებს, ნახევარწრიულ კოშკებს, გვირაბულ გასასვლელებსა და ლუკებს მოიცავს. ამ ჯგუფის ერთ-ერთ გამოქვაბულში დარბაზული ეკლესიაა მოწყობილი, რისთვისაც აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები მთლიანად ამოუშენებიათ, ხოლო დანარჩენი კედლებად და ჭერად გამოქვაბულის კირით მოსწორებული ნაწილებია გამოყენებული. ეკლესიის მახლობლად აღმოჩნდა მოჩუქურთმებული ქვა, რომელიც აღმოსავკლეთ სარკმლის ჩარჩოს ფრაგმენტი უნდა იყოს. ორნამენტი მე-12 - მე-13 საუკუნეებისაა. ეკლესიის სამხრეთით კიდევ ორი მოზრდილი სათავსია ქვითკირის კედლებით მოწესრიგებული და ნაწილობრივ მოლესილი. იქვე, გამოქვაბულის ერთ ვიწრო დაბოლოება კედლითაა გადატიხრული და მასში საძვალეა მოწყობილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com