კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25083
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ანტიკური ხანა _ ძვ. წ. მე-5 - ახ. წ. მე-3 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
თეთრი წყარო
დასახლებული პუნქტი:
ენაგეთი
კოორდინატები:
X:468310.486799496 Y:4607077.20383039
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
1988 წლის გაზაფხულზე, თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ენაგეთის სიახლოვეს, სამელიორაციო სამუშაოების დროს აღმოჩნდა სამარხები. სარწყავი მილების ჩასაწყობად თხრილების გაჭრისას დაზიანდა რამდენიმე სამარხი. აღმოჩენის ადგილზე ალგეთის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი) დაუყონებლივ ჩაატარა დაზვერვები, ხოლო 1989 წელს აქ გათხრები დაიწყო შევსაყდარა-ენაგეთის ახლად შექმნილმა დამოუკიდებელმა არქეოლოგიურმა რაზზმა. ენაგეთის სამაროვანზე ჯერ კიდევ დაზვერვებისას იქნა მოპოვებული საყურადღებო არქეოლოგიური მასალა. თიხის ცალყურა ქოთანი; თიხის ცალყურა ჯამი; ვერცხლის ბურცობებიანი ფიალის ფრაგმენტი; ვერცხლის ცხოველისთავებიანი სამაჯური; ვერცხლის ორნამენტირებული ილარი; ვერცხლის ბურტულებიანი საყურე; ვერცხლის ბეჭედი; ბრინჯაოს შეწყვილებული მილაკები; ბრინჯაოს ფიბულა; სარდიონის მინის და მინისებური პასტის მძივები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com