კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25081
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე-სახლი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე-სახლი
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
ომალო
კოორდინატები:
X:535867.006000589 Y:4699557.0739281
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ციხე-სახლი სოფელ ინდურთაში, მთის ფერდობზე დგას და მონუმენტურობითა და მასშტაბურობით გამოირჩევა. ცუდი დაცულობის მიუხედავად (ჩამოშლილია შენობის სახურავი, სართულშუა გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი), ძეგლის არქიტექტურულ თავისებურებაზე საუბარი ჯერ კიდევ შესაძლებელია. თითქმის, კვადრატული გეგმარების ხუთსართულიანი შენობის კედლები ზემოთკენ შეუმჩნევლად ვიწროვდება და სივრცეში ოთხკუთხა პრიზმის ფორმას იღებს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი არქიტექტურისათვის ტრადიციული ფიქალის ქვის მშრალი წყობა. სავარაუდოდ, გადახურული უნდა ყოფილიყო ფიქალისავე ცალფერდა სახურავით. ცენტრალურიცა და სართულშუა გადახურვაც ხის კოჭებზე უნდა ყოფილიყო გამართული. ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული და თვალში გვხვდება მასიური კედლის სიბრტყეები - ადგილობრივი და ზოგადად, მაღალმთიანი არქიტექტურის ასე დამახასიათებელი ნიშანი. კედლები შეულესავია და კარგად იკითხება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიქალის ქვის ცხოველხატული წყობა. ეს ერთადერთი, თუ შეიძლება ითქვას, „დეკორატიული“ ელემენტია, მკაცრი და მორთულობისაგან დაცლილი ფასადების გამაცოცხლებლად. შენობას ორი შესასვლელი აქვს. ერთი, ოდნავ შეისრული მოყვანილობის კარი პირდაპირ მიწის დონეზეა გაჭრილი; ხოლო, მეორე ღიობს, რომლის კედელიც, ამჟამად, უკვე ჩამოქცეულია, ფიქალის ქვის კიბე უერთდება. ფასადის სხვადასხვა სიმაღლესა და სხვადასხვა ნაწილში კვადრატული მოყვანილობის სათოფურებია გაჭრილი. ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული საშენი მასალის, არქიტექტურული სივრცითი გადაწყვეტის, მასშტაბისა და პროპორციების შეგრძნების მიხედვით, შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ჰარმონიული ნაწილია. საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში; მისი დაცვა-შენარჩუნება სოფელი ინდურთას არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com