კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
25076
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე-სახლი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე-სახლი
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
ომალო
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ციხე-სახლი სოფელ ინდურთაში, მთის ფერდობზე დგას. კლდეს თითქოს შეზრდილი შენობის ნანგევები მონუმენტურობითა და სიმკაცრით გამოირჩევა და დღესაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მიუხედავად ცუდი დაცულობისა (ჩამოშლილია შენობის სახურავი, სართულშუა გადახურვა და კედლების დიდი ნაწილი), ძეგლის არქიტექტურულ თავისებურებაზე საუბარი, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ციხე სახლის კედლების ზედა ნაწილი სხვადასხვა სიმაღლეზეა ჩამონგრეული და შესაბამისად, დღესდღეობით, ოთხი სართული დაითვლება. შენობა დამრეც ნიადაგზე დგას და რელიეფის თავისებურება მის განსხვავებულ სართულიანობას განსაზღვრავს. მართკუთხა გეგმარების ნაგებობის კედლები ზემოთკენ შეუმჩნევლად ვიწროვდება და სივრცეში ოთხკუთხა პრიზმის ფორმას იღებს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი არქიტექტურისათვის ტრადიციული ფიქალის ქვის მშრალი წყობა. სავარაუდოდ, გადახურული უნდა ყოფილიყო ფიქალისავე ცალფერდა სახურავით. იკითხება კოშკის სართულშუა გადახურვის ხის კოჭების კვალი, ხის კოჭებზე იქნებოდა გამართული კოშკის ცენტრალური გადახურვაც. ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული და თვალში გვხვდება მასიური კედლის სიბრტყეები - ადგილობრივი და ზოგადად, მაღალმთიანი არქიტექტურის ასე დამახასიათებელი ნიშანი. კედლები შეულესავია და კარგად იკითხება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიქალის ქვის ცხოველხატული წყობა. ეს ერთადერთი, თუ შეიძლება ითქვას, „დეკორატიული“ ელემენტია, მკაცრი და მორთულობისაგან დაცლილი ფასადების გამაცოცხლებლად. შენობას ორი, თაღოვანი მოყვანილობის შესასვლელი ღიობი აქვს, რთულად მისადგომი გვერდითი ფასადის მხრიდან - კარები სხვადასხვა სართულის დონეზეა გაჭრილი. ფასადზე, რომელიც გაშლილი სივრცისკენ, ხეობისკენ იმზირება თითო სართულზე თითო კვადრატული სათუფურია გაჭრილი. მცირე ზომის სათოფურები გვხვდება გვერდით ფასადებზეც. ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული საშენი მასალის, არქიტექტურული სივრცითი გადაწყვეტის, მასშტაბისა და პროპორციების შეგრძნების მიხედვით, შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ჰარმონიული ნაწილია. საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში; მისი დაცვა-შენარჩუნება სოფელი ინდურთას არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com