კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24955
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
XIX ს.-XX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554574.281000896 Y:4691332.4225283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. შენობა-ნაგებობათა განლაგება აღნიშნულ დასახლებაში, ქუჩების ძალზე ვიწრო და რთულ ქსოვილს ქმნის. საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ შენაქოს არქიტექტურა გამოირჩევა 2-3 სართულიანი ხის ჩუქურთმიანი აივნიანი სახლებითა და რელიეფს ოსტატურად მორგებული, მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული ქსოვილით, რომელიც თუშეთის სხვა სოფლებთან შედარებით, სადაც ძირითადად სათავდაცვო ნაგებობები, კოშკები და ციხე-სახლები სჭარბობს, მეტად განსხვავებულ მხატვრულ ხასიათს ქმნის ორი, დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარი, გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი რთული გეგმარებით გამოირჩევა. რუსული „გ“-ს ფორმის, სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული ნაგებობის ნაწილი გადახურულია ფიქალის ქვით და განახლებულია თუნუქის ორფერდა სახურავით. საცხოვრებლის სამშენებლო მასალად, ტრადიციისამებრ, ადგილობრივი ფიქალის ქვაა გამოყენებული. ფასადების ნაწილი დაფარულია ნალესობით, ნაწილი კი დატოვებულია შეულესავი, სადაც კარგად იკითხება ფიქალის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვის წყობა. იმის გამო, რომ შენობა მცირე დახრის მქონე ფერდობზე დგას, რელიეფის თავისებურება განსაზღვრავს შენობის განსხვავებულ სართულიანობას. საცხოვრებლის ერთი ბლოკი შედარებით მაღალი და კომპაქტურია, ხოლო მეორე დაბალი და სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული. შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო მეორე - საცხოვრებელ ფართს ეთმობა. შენობის ფასადები დანაწევრებულია სწორკუთხა და შეისრული მოყვანილობის კარ-სარკმლით. შენობის მოხილვისას თვალში გვხვდება ხის მსუბუქი, კაზმული აივანი, რომელიც თითქმის ყველა მხრიდან შემოუყვება ნაგებობას. აივანი დაზიანებული სახით მოვიდა ჩვენამდე, ადგილებში ხის ფრამგმენტები დაკარგულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია მისი პროფილირებული და მოხარატებული მოაჯირები, თაღედი და სვეტები. აივანი ეყრდნობა ხის კოჭებს და პირველ სართულის კოჭებსა და ფიქალის ქვის კონსტრუქციებს. მისი ჭერი, ისევე როგორც იატაკი, ფიცრულს წარმოადგენს. აივანზე ვხვდებით გვერდით ფასადზე არსებული, რამდენიმესაფეხურიანი ფიქალის ქვის კიბის მეშვეობით. ღია აივანი, უფრო გახსნილ ხასიათს ანიჭებს შენობას და ამით არბილებს ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სიმკაცრეს. ხის კოჭებზე უნდა იყოს გამართული შენობის სართულშუა გადახურვა და მისი სახურავიც. მიუხედავად დაზიანებებისა, ნაგებობა ძლიერ მხატვრულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ გვხვდება ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი ტრადიციული საშენი მასალა, სივრცითი გადაწყვეტა თუ მასშტაბის შეგრძნება, რომლის გამოც შენობა არსებული ურბანული ქსოვილის ჰარმონიულ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია; იგი ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელი შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com