კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24954
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
XIX ს.-XX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554474.557300894 Y:4691234.2192283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. სახლების განლაგება აღნიშნულ დასახლებაში, ქუჩების ძალზე ვიწრო და რთულ ქსოვილს ქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფლის არქიტექტურა, მეტად გამოირჩევა თავისი 2-3 სართულიანი ხის ჩუქურთმიანი აივნიანი სახლებითა და რელიეფს ოსტატურად მორგებული, მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული ქსოვილით, რომელიც მეტად განსხვავებულ მხატვრულ ხასიათს ქმნიან თუშეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად სათავდაცვო ნაგებობები, კოშკები და ციხე-სახლები სჭარბობს. გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი, სოფლის შუაგულში დგას. მართკუთხა გეგმარების, სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული ნაგებობა გადახურულია ფიქალის ფირფიტების ორფერდა სახურავით. საცხოვრებლის სამშენებლო მასალად ტრადიციისამებრ გამოყენებულია ადგილობრივი ფიქალის ქვა. მთავარი ფასადი დაფარულია ნალესობით. იმის გამო, რომ შენობა მცირედად დამრეც ფერდობზე დგას, რელიეფის თავისებურება განსაზღვრავს შენობის სართულიანობის სიმაღლეს. შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო მეორე სართული ეთმობა საცხოვრებელ ფართს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობას, გვერერდით ფასადზე მიდგმული აქვს ახალი ორსართულიანი კონსტრუქცია. შეცვლილია მასალაც. ეს ფაქტი კი ძველ ნაგებობას ძლიერ უცვლის და ამახინჯებს თავდაპირველ იერსახეს. საცხოვრებელი სახლის ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული დეტალებით, რაც ზოგადად დამახასიათებელია მთის და შესაბამისად ადგილობრივი ხუროთმოძღვრებისთვის. ფასადები მასიურობით და სიმკაცრით გამოირჩევა. გვერდით ფასადზე, მეორე სართულის დონეზე გაჭრილი მომცრო ზომის ორი შეისრული ღიობი იმდენად პატარაა, რომ თითქმის არ იკითხება და კედლის სიბრტყის დომინანტობას უსვამს ხაზს. მთავარი ფასადის პირველ სართულზე სიმეტრიულად განაწილებული ორი, შეისრული მოყვანილობის კარის ღიობი გვხვდება. მეორე სართულზე კი, რომელსაც ხის დიდი გადახურული აივანი ამშვენებს, ერთი მსგავსი მოყვანილობის კარია გაჭრილი. ნაგებობის მთავარ მხატვრულ აქცენტს, სწორედ ზემოთხსენებული ხის აივანი წარმოადგენს, რომელიც მთელს გაყოლებაზე გასდევს ფასადს. მიუხედავად იმისა რომ დიდი, ღია აივანი ავთენტური სახით არ შემონახულა ჩვენამდე და შეცვლილია მისი მოაჯირები, სვეტები და შეფიცრულია გვერდიდან, იგი მაინც ქმნის მხატვრულ აქცენტს ფასადზე და ერთგვარ გახსნილ ხასიათს ანიჭებს შენობას. ამით კი, შეიძლება ითქვას არბილებს, ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სიმკაცრეს. ხის აივანი მძლავრ კოჭებსა და პირველ სართულზე შენობის კუთხეში ამოყვანილ ფიქალის კონსტრუქციებს ეყრდნობა. მისი ჭერი, ისევე როგორც იატაკი ფიცრულს წარმოადგენს. ხის კოჭებზე უნდა იყოს გამართული შენობის სართულშუა გადახურვა და მისი სახურავიც. მოცემულ ნაგებობაში გვხვდება ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული საშენი მასალა და სივრცითი გადაწყვეტა, რომლის გამოც შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ჰარმონიულ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელი შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com