კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24953
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
XIX ს.-XX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554640.672300896 Y:4691388.9545283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. სახლების განლაგება აღნიშნულ დასახლებაში, ქუჩების ძალზე ვიწრო და რთულ ქსოვილს ქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფლის არქიტექტურა, მეტად გამოირჩევა თავისი 2-3 სართულიანი ხის ჩუქურთმიანი აივნიანი სახლებითა და რელიეფს ოსტატურად მორგებული, მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული ქსოვილით, რომელიც მეტად განსხვავებულ მხატვრულ ხასიათს ქმნიან თუშეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად სათავდაცვო ნაგებობები, კოშკები და ციხე-სახლები სჭარბობს. გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი სოფლის შუაგულში დგას. მართკუთხა გეგმარების, სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული ნაგებობა გადახურულია განახლებული თუნუქის ორფერდა სახურავით. საცხოვრებლის სამშენებლო მასალად ტრადიციისამებრ ადგილობრივი ფიქალის ქვაა გამოყენებული. მთავარი ფასადი დაფარულია ნალესობით. იმის გამო, რომ შენობა მცირედ დამრეც ფერდობზე დგას, რელიეფის თავისებურება განსაზღვრავს შენობის სართულიანობასა და სიმაღლეს. მთავარი ფასადის მხრიდან შენობა ორ სართულიანია, ხოლო, უკანა ფასადის მხარეს კი ერთი. სახლის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო მეორე სართული ეთმობა საცხოვრებელ ფართს. საცხოვრებელი სახლის ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული დეტალებით, რაც ზოგადად დამახასიათებელია მთის და შესაბამისად ადგილობრივი ხუროთმოძღვრებისთვის. მთავარი ფასადის პირველ სართულზე ორი კარის და ერთი სარკმლის ასიმეტრიულად განაწილებული ღიობები გვხვდება. ერთი კარი თაღოვანი მოყვანილობისაა. მეორე სართულზე კი, რომელსაც ხის დიდი გადახურული აივანი ამშვენებს ორი სწორკუთხა კარი და ორი მსგავსი მოყვანილობის, დარაბებიანი სარკმელია გაჭრილი. უკანა ფასადზე, მხოლოდ ორი სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობის მთავარ მხატვრულ აქცენტს ქმნის ხის პროფილირებული შვიდსვეტიანი აივანი, რომელიც შენობის ორ ფასადს გასდევს მთელს გაყოლებაზე. აივანი გამოირჩევა თავისი დახვეწილი კაზმულობით. აღსანიშნავია მისი მოჩუქურთმებული თაღედი და მოაჯირები, რომელიც ასე ტრადიციულია აღნიშნული სოფლისთვის. ხის აივანი პირველ სართულზე ხის კოჭებსა და შენობის კუთხეში ამოყვანილ ფიქალის მცირე კონსტრუქციებს ეყრდნობა. მისი ჭერი, ისევე როგორც იატაკი, ფიცრულს წარმოადგენს. აივანზე ვხვდებით გვერდით ფასადზე არსებულ, სამსაფეხურიან ფიქალის ქვის კიბის მეშვეობით. დიდი, ღია აივანი, ერთგვარ გახსნილ ხასიათს ანიჭებს შენობას და არბილებს, ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სიმკაცრეს. ხის კოჭებზეა გამართული შენობის სართულშუა გადახურვა და მისი სახურავიც. ნაგებობა ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ გვხვდება ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული საშენი მასალა, სივრცითი გადაწყვეტა თუ მასშტაბის შეგრძნება, რომლის გამოც შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ჰარმონიულ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელი შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com