კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24952
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554515.327600895 Y:4691304.1872283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, თუშეთში, მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. სოფელი შენაქო საერო არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს გვაძლევს. კოშკებისა და ციხე-სახლების არქიტექტურა, აქ წარმოდგენილია, აივნიანი, ორ სართულიანი სახლების სახით. მათი ხის, მოვარაყებულ-მოჩუქურთმებული დიდი აივნები, ძლიერ „არბილებს“ პირქუში მთისთვის დამახასიათებელ ადგილობრივი არქიტექტურის იერსახეს და უფრო გახსნილ ხასიათს ანიჭებს. გვიან შუა საუკუნეებით დათარიღებული აღნიშნული საცხოვრებელი სახილ ორ სართულიან, სიგრძივ ღერძზე მსუბუქად განვითარებულ და ორფერდა თუნუქის სახურავით გადახურულ შენობას წარმოადგენს. იგი დგას მსგავსი შენობა-ნაგებობების მჭიდროდ დაგეგმარებულ მწკრივში და ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. სახლი აგებულია ადგილობრივი არქიტექტურისთვის ტრადიციული მასალით, გამოყენებულია მჭიდროდ განლაგებული ფიქალის ქვა, მშრალი წყობით. პირველი სართული განკუთვნილია სამეურნეო დანიშნულებისთვის, ხოლო მეორე ეთმობა საცხოვრებელ ფართს. სახლის მთავარ მხატვრულ აქცენტს, მისი მეორე სართულის ხის აივანი წარმოადგენს. აივანი ძლიერ დაზიანებულია და შეცვლილი აქვს თავისი პირველ სახე, თუმცა თავის დროზე იგი ულამაზესი ხის ნაკეთობა იქნებოდა, თავისი მოვარაყებული თაღედითა და მოაჯირებით. მეორე სართულს ერთ გრძივ და ერთ განივ ფასადზე, მთელს მის სიგრძეზე ამკობს, ხის სვეტებზე დაყრდნობილი მოვარაყებული აივანი. აივანზე ასვლა მის ქვეშ, სიგრძივ ფასადზე არსებული ხის კიბით არის შესაძლებელი. აივნის იატაკი, მოაჯირები და თაღები ხისაა, ჭერი შეფიცრულია. თაღები - მოხარატებული, ხოლო მოაჯირები პირვანდელი სახით აღარ არსებობს. აივნის კიდურა მხარეები ორივე მხრიდან შეფიცრულია. მისი ფასადები გალესილია კირით, დანარჩენი კი დატოვებულია შეულესავი. ეს შეპირისპირება კი ერთგვარ დამატებით დეკორატიულ განწყობას სძენს მკაცრ, სადა შენობის ფასადებს. საცხოვრებელი სახლი მინიმალურად არის დანაწევრებული. მთავარი ფასადის პირველ სართულზე მხოლოდ ერთი კარი გვხვდება, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ პირველ სართულზე აივნის ქვეშ არსებული სივრცე ნაწილობრივ ამოშენებულია ფიქალის ქვით, სადაც სხვადასხვა სათავსოებია განლაგებული. მეორე სართულის მთავარ ფასადზე კი სიმეტრიულად განაწილებული, ორი სარკმელი და ერთი კარი. უკანა ფასადი ძალიან ახლოსაა გვერდით სახლთან, რის გამოც იგი სრულიად ყრუა. გვერდით ფასადებს რაც შეეხება, აივანზე გამომავალ მეორე სართულის ფასადზე ერთი სწორკუთხა, დარაბებიანი სარკმელი გვხვდება, მეორე გვერდითი ფასადი კი მთლიანად ყრუა, თუ არ ჩავთვლით აივნის ქვეშ არსებული მცირე სადგომის პატარა სარკმელს. საცხოვრებელი თავისი სამშენებლო მასალით და პროპორციებით ორგანულად არის მორგებული ადგილობრივ ლანდშაფტსა და ურბანულ ქსოვილს. საცხოვრებელი სახლი მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელ შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com