კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24951
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
XIX ს.-XX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554576.926800895 Y:4691240.6725283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფლის არქიტექტურა, მეტად გამოირჩევა თავისი 2-3 სართულიანი ხის ჩუქურთმიანი აივნიანი სახლებითა და რელიეფს ოსტატურად მორგებული, მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული ქსოვილით, რომელიც მეტად განსხვავებულ მხატვრულ ხასიათს ქმნიან თუშეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად სათავდაცვო ნაგებობები, კოშკები და ციხე-სახლები სჭარბობს. გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი, შუა სოფელში დგას, რომლის ირგვლივაც ლაგდება სოფლის ურბანული ქსოვილის მეტად მჭიდრო განაშენიანება. მართკუთხა გეგმარების, სიგრძივ ღერძზე მეტად წაგრძელებული ნაგებობა გადახურულია განახლებული და ცოტათი სახეცვლილი, თუნუქის და ფიქალის ქვის ორფერდა სახურავით. საცხოვრებლის სამშენებლო მასალად ტრადიციისამებრ გამოყენებულია ადგილობრივი ფიქალის ქვა. მთავარი ფასადის მეორე სართული დაფარულია ნალესობით. შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო მეორე სართული საცხოვრებელ ფართს ეთმობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობის ნაწილი ახალი განახლებულია, კერძოდ, ხის აივანი და მაღალი ქვის კიბე თავისი მოაჯირით, ასევე სახეცვლილია პირველი სართული, რომელსაც დრეს უკვე საცხოვრებლის ფუნქცია აქვს დაკისრებული. საცხოვრებელი სახლის ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული დეტალებით, რაც ზოგადად დამახასიათებელია მთის და შესაბამისად ადგილობრივი ხუროთმოძღვრებისთვის. გვერდით ფასადზე, მეორე სართულის დონეზე ორი სწორკუთხა ფორმის, მომცრო ზომის დარაბებიანი სარკმელი გვხვდება. მთავარი ფასადის ორივე სართული თითქოს ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი განახლებული, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ და მეორე, რომელიც ძველი, დაზიანებული სახით არის ჩვენამდე მოსული. ფასადის პირველ სართული თითქმის მთლიანად ამოშენებულია ფიქალის ქვის კედლით, სადაც დატოვებულია ორი სწორკუთხა მოყვანილობის შესასვლელი ღიობი და ერთი სარკმელი. მეორე სართულზე კი, რომელსაც ხის დიდი გადახურული აივანი ამშვენებს ფასადის მთელს გაყოლებაზე, ორი სწორკუთხა კარი და ორი მსგავსი მოყვანილობის, დარაბებიანი სარკმელი გვხვდება. ნაგებობის მთავარ მხატვრულ აქცენტს, სწორედ ზემოთ ხსენებული ხის პროფილირებული შვიდსვეტიანი აივანი წარმოადგენს. დეკორატიულობით გამოირჩევა აივნის და კიბის მოაჯირები და თაღები. აივანი პირველ სართულზე ფიქალის კედელს, ხის ძელებსა და კოჭებს ეყრდნობა, მისი ჭერი, ისევე როგორც იატაკი ფიცრულს წარმოადგენს. მეორე სართულზე ფიქალის ქვის რამდენიმესაფეხურიან კიბეს ავყავართ. ნაგებობა სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე; აქ გვხვდება ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი და ტრადიციული საშენი მასალა, სივრცის გადაწყვეტა თუ მასშტაბის შეგრძნება, რომლის გამოც შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილისთან ჰარმონიულადაა დაკავშირებული. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელი შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com