კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24950
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.
თარიღების დიაპაზონი:
XIX ს.-XX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554668.268800897 Y:4691252.0376283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფლის არქიტექტურა, მეტად გამოირჩევა თავისი 2-3 სართულიანი ხის ჩუქურთმიანი აივნიანი სახლებითა და რელიეფს ოსტატურად მორგებული, მჭიდროდ განაშენიანებული ურბანული ქსოვილით, რომელიც მეტად განსხვავებულ მხატვრულ ხასიათს ქმნიან თუშეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად სათავდაცვო ნაგებობები, კოშკები და ციხე-სახლები სჭარბობს. გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი, შუა სოფელში დგას, მის ირგვლივაც ლაგდება სოფლის ურბანული ქსოვილის მეტად მჭიდრო განაშენიანება. მართკუთხა გეგმარების, სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული ნაგებობა გადახურულია განახლებული და ცოტათი სახეცვლილი თუნუქის ორფერდა სახურავით. მის გვერდით ფასადს ებჯინება ცალფერდა, ფიქალის ქვის სახურავით გადახურული ერთსართულიანი, მომცრო ზომის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. საცხოვრებლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია, ადგილობრივი ტრადიციული ფიქალის ქვა. მთავარი ფასადი დაფარულია ნალესობით. შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო მეორე სართული ეთმობა საცხოვრებელ ფართს. იმის გამო, რომ შენობა დგას მსუბუქი დახრის მქონე ფერდობზე, მისი პირველი სართულის სიმაღლის დონე შედარებით იცვლება. საინტერესო თავისებურება შეინიშნება შენაქოს სოფლის სახლებზე: მეორე სართულის მთავარი ფასადის გარკვეული ნაწილი შეფიცრულია, ანუ ფასადი ამოყვანილია ფიქალის ქვით და შელესიალია, ფასადის ნაწილისთვის კი სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია ხის ფიცრული. საცხოვრებელი სახლის ფასადები მინიმალურადაა დანაწევრებული არქიტექტურული დეტალებით, რაც ზოგადად დამახასიათებელია მთის და შესაბამისად ადგილობრივი ხუროთმოძღვრებისთვის. გვერდით ფასადებზე, მეორე სართულის დონეზე თითო სწორკუთხა დარაბებიანი სარკმელი გვხვდება. მთავარი ფასადის პირველ სართულზე ორი სწორკუთხა მოყვანილობის შესასვლელი და ერთი სარკმელია გაჭრილი, მეორე სართულზე კი, რომელსაც ხის დიდი გადახურული აივანი ამშვენებს - ორი სწორკუთხა კარი და ორი მსგავსი მოყვანილობის, დარაბებიანი სარკმელი. ნაგებობის მთავარ მხატვრულ აქცენტს, სწორედ ზემოთხსენებული ხის პროფილირებული ექვსსვეტიანი აივანი წარმოადგენს. სამწუხაროდ, მისი მოაჯირები თავდაპირველი სახით აღარ შემოგვრჩა, იგი ნაწილობრივ შეფიცრულია, რაც ძლიერ ცვლის სახლის პირველსახეს. დიდი, ღია აივანი, გახსნილ ხასიათს ანიჭებს შენობას და ამით არბილებს, ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სიმკაცრეს. ხის აივანი პირველ სართულზე ხის ძელებსა და კოჭებს ეყრდნობა, მისი ჭერი, ისევე როგორც იატაკი ფიცრულს წარმოადგენს. აივანზე შენობის ორივე მხრიდან ვხვდებით. ერთ მხარეს აივანზე ავყავართ ახალ, ხის გადახურულ კიბეს, მეორე მხარეს კი სამსაფეხურიან ფიქალის ქვის კიბეს. მიუხედავად გადაკეთებებისა, ნაგებობა ძლიერ მხატვრულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, სადაც გვხვდება ადგილობრივი არქიტექტურული სკოლისათვის დამახასიათებელი და ტრადიციული საშენი მასალა, სივრცის გადაწყვეტა თუ მასშტაბის შეგრძნება, რომლის გამოც შენობა ადგილობრივი ურბანული ქსოვილის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. ერთ სართულიანი ნაგებობა, რომელიც მიშენებულია სახლის გვერდით, ნაგებია ფიქალის ქვის მშრალი წყობით და სამეურნეო დატვირთვას ატარებს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულებების მატარებელი ძეგლია და ორგანულად ეწერება ავთენტურ ურბანულ ქსოვილში, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელი შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com