კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24949
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIX ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო
კოორდინატები:
X:554589.064200896 Y:4691232.1500283
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული საცხოვრებელი სახლი, თუშეთში, მჭიდროდ განაშენიანებულ სოფელ შენაქოში მდებარეობს. სოფელი შენაქო, საერო არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს გვაძლევს. აქ წარმოდგენილია, აივნიანი, ძირითადად ორსართულიანი სახლები. მათი ხის, მოჩუქურთმებული დიდი აივნები, ძლიერ „არბილებს“ პირქუში მთისთვის დამახასიათებელ ადგილობრივი არქიტექტურის იერსახეს და უფრო გახსნილ ხასიათს ანიჭებს მას. აღნიშნული სახლი ორსართულიან, სიგრძივ ღერძზე განვითარებულ და ორფერდა თუნუქის სახურავით გადახურულ შენობას წარმოადგენს. იგი ჩაყენებულია ურბანული ქსოვილის მჭიდროდ დაგეგმარებულ მწკრივში. სახლი აგებულია ადგილობრივი არქიტექტურისთვის ტრადიციული მასალით, სამშენებლოდ გამოყენებულია ფიქალის ქვა, მშრალი წყობით. შენობის მთავარი ფასადის ორივე სართული გალესილია კირით. მეორე სართულს მთელს სიგრძეზე ხის, რიკულებიანი აივანი ამშვენებს, რომელზედაც გვერდით ფასადიდან მიდგმული, ოთხსაფეხურიანი, ფიქალის ქვით ნაგები კიბით ვხვდებით. აივნის იატაკი და მოაჯირი ხისაა, იატაკი და ჭერი - ფიცრული. მოაჯირები და პროფილირებული სვეტები შეღებილია. შენობის დანარჩენი ფასადები შეულესავადაა დატოვებულია, ამიტომაც კარგად იკითხება სხვადასხვა ფერისა და ფორმის ქვის „ფერწერული“ წყობა, რაც ფასადებს ერთგვარ დეკორატიულ ხასიათს ანიჭებს. სახლის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა, ხოლო მეორე სართული საცხოვრებელ ფართს ეთმობა. საცხოვრებელი სახლი მინიმალურად არის დანაწევრებული არქიტექტურული დეტალებით. მთავარი ფასადის პირველ სართულზე ორი სწორკუთხა მოყვანილობის სხვადასხვა სიმაღლის კარი განთავსდება, მეორეზე კი სიმეტრიულად განაწილებული, ორი სარკმელი ხის დარაბებით და ორი კარი. პირველი სართულის წინ, ხის აივნის ქვეშ ფიქალის ქვის კედლის წყობა და კვადრატული სვეტი გვხვდება, რომელსაც ეყრდნობა ხის კოჭებზე გამართული მეორე სართულის აივანი. საცხოვრებელი თავისი სამშენებლო მასალით და პროპორციებით ორგანულად არის მორგებული ადგილობრივ ლანდშაფტსა და ურბანულ ქსოვილს. აღნიშნული ნაგებობა მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელ შენაქოს არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com