კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24948
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-9-მე-10 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
გვერდისუბანი
კოორდინატები:
X:387333.999998146 Y:4627014.00002992 Z:1533
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დარბაზული ეკლესია ჩდილოეთის მინაშენით დგას ფიჭვებით შემოჯარულ ბორცვის კალთაზე,. ირგვლივ სასაფლაოა, საფლავის ძველი ქვებით. კედლები მხოლოდ ორი მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ზომები მინაშენთან ერთად 7X8 მ-ია. მინაშენი, წვრილი ქვით გადაყვანილი წრის ¼ კამარით, ჩრდილოეთისკენ თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული. ეკლესია აგებულია დიდრონი, უხეშად თლილი რუხი ფერის ქვით. განიერი კედლები ნაგებია კირდუღაბზე. წყობა არარეგულარულია, თუმცა საკმაოდ მხატვრული. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, არქიტრავული. შიგნიდან თაღოვანია. მსგავსი არქიტრავითაა გადახურული ჩრდ. მინაშენში შესასვლელი კარიც. ჩრდ. კედელზე შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღის დამჭერი კრონშტეინი. მინაშენის ჩრდ. კედელზე შემორჩენილია ლავგარდანის რამდენიმე ქვა -მაღალი შეღუნული ფოსოთი და ვიწრო თაროთი. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთისკენ სრულდება ნახევარწრიული აბსიდით, რომელსაც გვერდებზე ორი მართკუთხა ნიშა აქვს. დარბაზის ინტერიერში წყობა ფასადების მსგავსია, მინაშენში კი ფლეთილი ქვის წყობაა. ნაგებობა კედლების წყობის ხასიათით და კონსტრუქციულ დეტალთა ფორმით ამ რეგიონის გარდამავალი ხანის ბოლო პერიოდის ეკლესიებს უახლოვდება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com