კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24945
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
დვირი
კოორდინატები:
X:356435.999997536 Y:4626777.00002995 Z:929
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მაღალი მთის წვერზე, მოსწორებულ ბაქანზე, ძველ სასაფლაოზე დარბაზული ტიპის ეკლესიაა აღმართული. ერთსაფრეხუროვან ცოკოლზე დაფუძნებული ეკლესიის კედლები ამოყვანილია ირეგულარული, სხადასხვა ზომისა და ფერის ერთმანეთთან შესანიშნავად მორგებული ცოცხალი ქვის წყობით. სადა, ყოველგვარ დეკორს მოკლებული ფასადები, მოხდენილი პროპორციებით გამოირჩევა. კედლები ენთაზისიანია. ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას სამხრეთი მინაშენით. გეგმით სადა, დაუნაწევრებელი დარბაზული სივრცე აღმოსავლეთით მონალისებრო მოხაზულობის აბსიდით სრულდება. აბსიდი ენთაზისიანია, კონქი -ნალისებრი. კამარა ერთი საბჯენი თაღით არის გამაგრებული, რომელიც მაღალ, პროფილირებულ კონსოლს ეყრდნობა.ეკლესია სრულდება თარო კარნიზით და გადახურულია კრამიტით. გეგმის დონეზე შემორჩენილი სამხრეთი მინაშენი, სწორკუთხა მოხაზულობისაა. მთავარანგელოზის ეკლესია ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი პერიოდის, ე.წ. „გარდამავალი ხანის“ ერთერთი საინტერესო ნიმუშია. ეკლესია რესტავრირებულია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com