კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24810
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
ადმინისტრაციული; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-19-მე-20 სს-ების მიჯნა


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
წაღვერი
კოორდინატები:
X:373972.112497893 Y:4628515.78172989
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წაღვერის მთავარ მოედანზე მდგარი შენობა საყურადრებოა, არქიტექტურულ-მხატვრული და გეგმარებითი თვალსაზრისით. აგურის გამოყენება, სხვა სამშენელო მასალასთან ერთად, მას იშვიათ ნაგებობათა რიგში აყენებს ამ მხარეში, სადაც ძირითადად ქვას და ხეს იყენებენ. ორსართულიანი შენობა მთავარი ფასადით გამოდის მოედნის მხარეს. მეორე სართულის გაყოლებაზე ნაგებობის მთელი სიგანე ჭვირულმოაჯირიან ხის აივანს უკავია, რომელიც ხის სვეტებს ეყრდნობა. იგი ირიბად უხვევს გვერდით და მეორე სართულზე ასავლელ გადახურულ კიბის უჯრედს უერთდება. კიბის გადახურვა ეყრდნობა ორი სართულის სიმაღლეზე ამართულ ხის სვეტებს. აივნის სვეტებს შორის თაღებია ჩართული, რომლის ცენტრი არქიტექტურული დეტალითაა ხაზგასმული. აივანზე გამომავალ კიდურა ორ ფართო ღიობს შორის ხის ორფრთიანი კარია ჩართული. პირველი სართულის ღიობები გადაკეთებულია. შენობა სრულდება ხის კრონშტეინებზე დაყრდნობილ მკვეთრი ნაშვერით. ნაგებობას თუნუქით დაბურული ოთკალთა სახურავი აქვს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
  • მთავარი ფასადი

  • გვერდითი ფასადი და კიბის უჯრედი

  • შენობის კუთხე

  • გვერდითი ფასადი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com