კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24809
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი; საცხოვრისი/ქალაქური/1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 ს-ის პირველი ნახევარი.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
წაღვერი
კოორდინატები:
X:374011.686097894 Y:4628535.31702989
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ნაგებობა ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშს წარმოადგენს. იგი ქალაქური ტიპის დასახლების იმგვარი შენობაა, სადაც პირველ სართულზე მაღაზიები იყო განთავსებული, ხოლო მეორე სართულს საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდა. ნაგებობა დღემდე ინარჩუნებს ამგვარ ფუნქციურ დანაწილებას სართულების მიხედვით. ორსართულიანი შენობა დაბა წაღვერის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის პირას დგას. მისი პირველი სართულის ღია დერეფანი და მის თავზე, ხის სვეტებზე დაყრდნობილი აჟურულმოაჯირიანი აივანი ფაქტიურად ქუჩის ფარგლებში იჭრება. პირველი სართული განიერი ღიობებითაა გახსნილი, სადაც მაღაზიებია განთავსებული. მეორე სართული განივად დაწყობილი გარანდული ფიცრებისაგანაა ნაგები. ქუჩის მხარეს გადმოკიდულია ხის აივანი მოხარატებული მოაჯირით და წიბოებჩამოთლილ მწყობრ სვეტებს შორის ჩართული აჟურული ჩანართებით. შენობა სრულდება ხის კრონშტეინებზე დაყრდნობილი ნაშვერით და შიფერით დაბურული ოთხკალთა სახურავით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com