კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24807
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
კულტურა/ბიბლიოთეკა,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
კულტურა/ბიბლიოთეკა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 ს-ის დასასრული.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
წაღვერი
კოორდინატები:
X:373998.999997895 Y:4628511.00002989
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წაღვერის ცენტრალურ უბანში, გზაჯვარედინზე მდებარე ხის ერთსართულიანი შენობა მნიშვნელოვანია მხატვრული და ურბანული თვალსაზრისით. იგი მონიშნავს დაბის მთავარი მოედნის კუთხეს. მისი არქიტექტურული გადაწყვეტა და სამშენებლო ხერხები გამოირჩევა ირგვლივ არსებულ შენობებიდან. ნაგებობა ბორჯომის ხეობაში XIX საუკუნის რუსული მმართველობის დროს აგებული შენობების მსგავსია. შესაძლოა, იგი აღნიშნული პერიოდის რაიმე სახის ადმინისტრაციული შენობა ყოფილიყო. ერთსართულიანი ნაგებობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედის მოხაზულობისაა. ფასადები ჰორიზონტულ ზოლებად დალაგებული ხის პანელებითაა მოპირკეთებული. მოედანზე გამომავალი მთავარი ფასადის წინ ორფერდა სახურავით გადახურული, მოხარატებულ მოაჯირიანი პორტიკია შესასვლელის წინ გამართული. დარაბებიან ორმაგ ფანჯრის ღიობებს ფასადის მხრიდან ხის საპირეები უვლის ირგვლივ. ნაგებობის ფასადები ძუნწადაა შემკული ბაროკული სტილის რეპერტუარიდან და ხალხური ხუროთმოძღვრებიდან აღებული არქიტექტურული დეტალებით. შენობა გადახურულია შიფერით დაბურული ოთხკალთა სახურავით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
  • მოედანზე გამავალი ფასადი.

  • მთავარი შესასვლელი და პორტიკი.

  • პორტიკი

  • შენობის ღიობები

  • ფანჯრის ღიობები მთავარ ფასადზე

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com