კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24806
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ბორჯომი
დასახლებული პუნქტი:
ბორჯომი
კოორდინატები:
X:367877.999997768 Y:4635498.00002972
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას ნასოფლარ ვაშლოვანში, ვაკე ადგილას, ირგვლივ სასაფლაოა, საფლავის ძველი ქვებით. არასწორი აღდგენის შედეგად ნაგებობის ზედა ნაწილს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აგებულია ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნარჩევი ფლეთილი ქვით. წიბოებზე გამოყენებულია თლილი ქვა. თლილი ქვისაა მოკლე ფასადებზე გადანაკეცებიანი თარო ლავგარდანიც. ფასადები მორთულობის გარეშეა. მხატვრული აღქმა განპირობებული იყო კედლების კარგი წყობით. ჩრდ. ფასადთან დევს წრეში ამოკვეთილ ჯვრის რელიეფიანი ქვა. ნაგებობა გადახურულია თუნუქის ორქანობიანი საბურავით. თავდაპირველი ქვის კამარის ნაცვლად გადაყვანილია ხის კამარა. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთიდანაა. ხის კარი ახალია. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია. თითო სარკმელია აღმ. ჩრდილო და დასავლეთ ფასადებზე. ეკლესიის ინტერიერი მარტივი გეგმარებისაა, საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით აღმოსავლეთისკენ. საკურთხეველი გამოყოფილია ახალი თაღოვანი კანკელით. ინტერიერის მთელი სივრცე, კანკელითურთ მოხატულია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com