კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ვალერი გიგანის სახლის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
24779
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი/სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი,სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი/სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩვაბიანი
კოორდინატები:
X:324933.409896601 Y:4767715.40252659
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ვალერი გიგანის საკუთრებაში არსებული შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი და დარბაზ-მაჩუბი სოფლის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანშია მოქცეული. კარმიდამო, ძირითადად, ვაკე რელიეფზეა გაშენებული; კოშკის ფასადების სრულ აღქმას ხელს უშლის მიმდებარე განაშენიანება, რომელიც, ძირითადად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებით არის დაკომპლექტებული; მათ შორისაა ბოლო ათწლეულებში აგებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთლიანად ფარავს კოშკის აღმოსავლეთ ფასადს: კვადრატული გეგმარების კოშკი მხოლოდ მეორე სართულის სიმაღლემდეა შემორჩენილი - ავთენტური ორფერდა საბურავი და ქუდი-გვირგვინი მორღვეულია. კოშკის ამჟამინდელი ორფერდა გადახურვა ყავარის საბურავით არის გადახურული. კოშკი ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით; საფასადო ნალესობა ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. კოშკის ცენტრალურ დამანაწევრებელ ელემენტს არა ვიწრო და თითქმის შეუმჩნეველი სარკმლები, არამედ კარის ღიობი წარმოადგენს, რომელიც, ტრადიციულად, ყრუდ შემოფარგლული პირველი სართულის თავზე, მეორე სართულის დონეზე, მიწის დონიდან დაახლ. 4 მ-ის სიმაღლეზეა გაჭრილი, კარის თავზე ორი სარკმელია განთავსებული. კოშკის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა, ამდენად უცნობია შიდა კონსტრუქციების მდგომარეობა. ვალერი გიგანის კოშკი და დარბაზ-მაჩუბი მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელია, რომელთა დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია სოფლის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com