კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24774
სახეობა:
ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო/ქუჩა-კიბე,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საგზაო, სატრანსპორტო/ქუჩა-კიბე,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 ს-ის შუა ხანა


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
თბილისი
მუნიციპალიტეტი:
თბილისი
დასახლებული პუნქტი:
თბილისი
ქუჩა:
სტურუა ივანეს ქ./,ღუდუშაური ოთარის ქ./
კოორდინატები:
X:483721.672999741 Y:4619387.74383008
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კიბე-ქუჩამ დღევანდელი სახე მე-20 საუკუნის შუა ხანაში მიიღო. ის დამრეც ფერდობს არის მორგებული, მ. მესხის შესახვევის აღმართის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და გ. ასათიანისა და ო. ღუდუშაურის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის ორ სახლს შორის მოქცეული დაფერდებული ტერიტორიის მარჯვენა ვიწრო ნაწილს იკავებს. გრანიტის ქვებით მოგებული კიბე, რამდენიმე მარშისა და სხვადასხვა ზომის ბაქნებისაგან შედგება. მკვეთრად დაქანებული რელიეფის გამო, თითოეული ბაქანი, საკმაოდ დამრეცია. ცალ მხარეს, მას, ლითონის გვიანი, უბრალო მოაჯირი მიუყვება. მეორე მხარეს კი, გარკვეულ ნაწილს, რიყის ქვის ქვაფენილი აგრძელებს, რომელიც სახლის მომიჯნავედ განთავსებულ ჭიშკართან არის დაკავშირებული. კიბის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, ბლოკის დაბალი კედელია აღმართული, რომელსაც რკინის სახელური ერთვის. ამავე მხარეს, კიბისკენ, ვიწრო ჩიხი, მრუდად ეშვება. გ. ასათიანის ქუჩისკენ, კიბის მარცხნივ, ბეტონის გვიანი კედელი დგას და დღეისათვის, აღნიშნულ მონაკვეთში, მცირე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული კიბე-ქუჩა მიმდებარე განაშენიანებაში, ერთადერთ და მნიშვნელოვან, ფუნქციურად დატვირთულ საფეხმავლო გზას წარმოადგენს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com