კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24478
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ლაგოდეხი
დასახლებული პუნქტი:
ჭაბუკიანი
კოორდინატები:
X:580736.928701303 Y:4627787.22532988
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დიდი ყორღანი (დიამეტრით – 100 მ, სიმაღლე – 12 მ). ყრილი თიხით იყო მოზვინული და ჰქონდა 1 მ მდე სისქის რიყის ქვის ჯავშანი. ყორღანის ცენტრში, ძველი ზედაპირის დონეზე, დაფიქსირდა მუხის მორებით მოგებული მოედანი (25 X 15 მ), რომელიც დაფარული იყო ხის ნაფოტების ფენით. მოედანი და გარშემო ფართობი დაფარული იყო ოქრით. მორებით დაწყობილი მოედანი დასაკრძალავი კამერის გადახურვა იყო. გადახურვა მუხის მორების ორმაგი ფენისგან შედგებოდა. მათ შორის იყო ჩაფენილი ჭილოფი. გადახურვა ფარავდა ორმოს, რომელშიც ჩადგმული იყო ხის დასაკრძალავი კამერა (9 X 6,5 X 2,75 მ), ორმაგი კედლებით. იატაკი მოგებული იყო ფიცრით, რომელსაც ჭილოფი ეფარა. კამერის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ჩაშვებული იყო სავარაუდოდ თანადროული სამარხი. კამერას ეტყობა გაძარცვის კვალი. დასაკრძალავ კამერაში აღმოჩნდა ორი ოთხთვალა ეტლი; იატაკზე იყო ორი ორნამენტირებული უღელი. დაკრძალული იყო 7 მიცვალებული, როგორც ეტლზე და ეტლის ქვეშ, ასევე კამერის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში. ეტლების კონსტრუქცია იდენტურია, ზოგჯერ ჩანს ტყავისა და წითლად შეღებილი ქსოვილის გამოყენება. ბორბლების დიამეტრი 1,4 მ. ისინი სამი სეგმენტისაგანაა შედგენილი. მორგვთან აღმოჩნდა n situ ბორბლის ღერძის ჩამკეტი ლითონის სამი დისკოიანი ღერო. ორივე ეტლს ზემოდან ედო 3,5 მ სიგრძის 15 სმ დიამეტრის ხელნა. სამარხში აღმოჩნდა მრავალფეროვანი ინვენტარი: ხის სავარძლის ორნამენტირებული ნაშთი (ძალაუფლების სიმბოლო), ხის ორნამენტირებული სამფეხა ჭურჭლები, მოწნული კალათა. აქვე იყო კენკროვანი მცენარის – ონდყოფას და კვრინჩხის ნაყოფები, ამოვლებული თაფლში. დიდი რაოდენობით იყო თხილი და წაბლი. აგრეთვე, ოქროს, სარდიონისა და შავი ონიქსის მძივები, ქსოვილის ფრაგმენტები. # 2 ეტლთან აღმოჩნდა ოქროსა და ქარვის მძივები, კამერაში აღმოჩნდა ოცამდე თიხის ჭურჭელი, ძირითადად შავპრიალა დერგების ფრაგმენტები, შემკული რელიეფური სპირალური სახეებით, შევრონებით, კოპებით; აქვე იყო ქალცედონის რგოლი და ტყავის (ჩანთა?) ნივთი. იატაკზე იყო მიცვალებულის ძვლებთან ერთად არეული სხვადასხვა ნივთები. მათ შორის ოქროსა და სარდიონის მძივები, კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები, შავი ფერის ქვა, კუთხეებში ოთხი ნახვრეტით. ანანაურის # 3 ყორღანში პირველად სამხრეთ კავკასიაში დაფიქსირდა ორი ეტლის ჩატანება ერთ სამარხში. ასევე, ძალზე მრავალფეროვანი ინვენტარი, მათ შორის ქარვის მძივები, ყველაზე ადრეული არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში. ეს ყორღანი ბედენის კულტურას მიეკუთვნება, განისაზღვრება ადრებრინჯაოს ხანით და ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებითა და მეორე ნახევრით 46 თარიღდება, რასაც ამყარებს რადიოკარბონული მონაცემები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com