კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24477
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 ს.


კოორდინატები:
X:258026.209394106 Y:4523960.45493277
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გეგმით ეკლესია მრავალაფსიდიანი ეკლესიების ტიპს ენათესავება, რადგანაც აგრეთვე რადიალურად განლაგებული სხივებია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო. მაგრამ აქ რვა სხივია ექვსის ნაცვლად, და აფსიდიანი საკურთხევლის გარდა, ყველა სწორკუთხაა, ნახევარცილინდრული კამარით გადახურული და ღრმა. შესასვლელი სამია - დას-ით, სამხრ-ით და ჩრდ-ით. არც ერთი ღერძი არ არის გამოყოფილი. ისევე, როგორც გოგიუბაში, საკურთხეველი აქაც მრავალწახნაგას ფარგლებში რჩება, შვერილის გარეშე. მის ორსავე მხარეს, სხივების გამყოფ ბურჯების მასივში ამოღებული თითო უბეა, რომლებიც სადიაკვნისა და სამკვეთლოს დანიშნულებას ასრულებს. გუმბათქვეშა რვაკუთხედის ზემოთ, ე.ი. რვა ძირითადი თაღის ზემოთ, ორ რეგისტრად ჩამწკრივებული მცირე დაკიდებული თაღებია, რომელნიც თითქოს ტრომპების ფუნქციას ასრულებენ - ოქტოგონს წრეხაზთან აკავშირებენ (გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია). გარედან, ბანას მსგავსად, აქაც ორი საფეხურია - ფართო 16-წახნაგა მასივი ქვემო კორპუსისა და უფრო ვიწრო - გუმბათისყელისა, ამდენივე წახნაგით. ე. თაყაიშვილის თანახმად (1907 წ.), ეკლესიას შემოძარცული ჰქონდა პერანგი და სანახევროდ მიწაში იყო ჩაფლული. ეკლესიის დიამეტრი გარედან 17 მ-ზე ცოტა მეტია, სიმაღლე (შიგნით) უნდა ყოფილიყო დაახლ. 15,5 მ.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com