კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24472
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-20 საუკუნის 80-იანი წლები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩაჟაში
კოორდინატები:
X:337492.328796968 Y:4753293.9953269
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მაჩუბების კომპლექსი შედგება ერთმანეთთან გადაბმულ ორ მაჩუბისგან და დამატებით, სამეურნეო დანიშნულების მქონე სათავსებისგან. ეს ნაგებობები კომპოზიციურად კომპაქტურ, ერთიან ბირთვს წარმოადგენს. ძირითადი, ცენტრალური შენობა (მაჩუბი) ყველაზე ადრეულია. იგი წარმოადგენს ორსართულიან, ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხა ფორმის ნაგებობას, რომლის შესასვლელი განთავსებულია აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილში და ბრტყლად არის გადახურული. შენობის ცენტრში, დედაბოძის ადგილას ორი მძლავრი მორია ჩასმული, რომელსაც ძირითადი გადახურვის დამჭერი კოჭები ეყრდნობა. მაჩუბის ჩრდილოეთ კედელში სხვადასხვა დონეზე, განსხვავებული ზომის სარკმლებია გაჭრილი. სარკმელთა ფორმა იდენტურია: ზემოთკენ შევიწროებული ტრაპეციის მოყვანილობის. სამხრეთი კედლის დასავლეთ კუთხეში კედლის მძლავრი შვერილია. ალბათ აქ მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო მოწყობილი. ჩრდილოეთ კედელში ნიშებია ჩაჭრილი. მეორე სართულის გადახურვის ორმაგი კოჭები დედაბოძს ეყრდნობა, რომელიც -- ღერძზეა განვითარებული. ძირითად კოჭების თავზე ერთმანეთზე დადებული კოჭებით მაჩუბი ზედა ნაწილში გატიხრულია, ორ ნაწილად იყოფა. უფრო მცირე - სამხრეთის მონაკვეთი და ვრცელი - ჩრდილოეთისა. ეს მოცულობა ორი სარკმლით არის განათებული: განიერი და სწორკუთხა სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი, მეორე, უფრო ვიწრო - აღმოსავლეთ კედელში. საყურადღებოა, რომ სარკმლების შიდა პირი ყველგან ძალიან განიერია, ღრმა ნიშის მსგავსი ჩრდილოეთიდან მაჩუბს XX ს-ში მიუშენეს ორსართულიანი სამეურნეო დანიშნულების სათავსი. გადახურვა ფიცრული ცალქანობიანი ქანობის მიმართულება S - N. ზედა სართული თივის შესანახია. ქვედა საქონლისთვის არის განკუთვნილი. მაჩუბს სამხრეთი მხრიდანაც, მის სამხრეთ-დასავლეთ ნახევარს მიუდგეს ცალქანობიანი დანამატი. მიწის დონე ამ ნაგებობის გარშემო განსხვავებულია. სამხრეთი ფასადის პირველი სართული მიწაშია. მეორე სართულის დონეზე კარია გაჭრილი. ამ ანსამბლს გადაკეთება-მიშენებების წყალობით დაკარგული აქვს თავისი პირვანდელი იერი. ინტერიერში მოშლილია ტიხრები, რომელიც პირველ სართულზე უნდა ყოფილიყო და აღდგენილია მხოლოდ გაბარიტები. წყობა ერთიანი მოწესრიგებული, განათება ცხოველხატული, არათანაბარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com