კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24471
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
საგარეჯო
დასახლებული პუნქტი:
პატარძეული
კოორდინატები:
X:521605.005000345 Y:4622270.67233001
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ყორღანის სიმაღლე 1,2 მეტრს უდრიდა. იგი ძლიერ იყო დაზიანებული მიწის სამუშაოების შედეგად, რის გამოც ყორღანის ყრილს მნიშვნელოვნად ჰქონდა ჩამოჭრილი გვერდები. სამარხი კამერა – კუთხეებმომრგვალებული ორმო დაფიქსირდა ყრილის ჩრდილოეთი ნაწილის ქვეშ. კამერის თავზე აღმოჩნდა დაზიანებული სამარხი, თიხის ერთი ჭურჭლით, რომელსაც ძეგლის გამთხრელი შუაბრინჯაოს ხანისად მიიჩნევს. ძირითადი სამარხი კამერა ამოღებული დედაქანში (4,40 X 4,20 მ), მთლიანად იყო ამოვსებული თეთრი ქვიშაქვის ლოდებით. სამარხში ჩადგმული ყოფილა ხის ოთხთვალა ურემი. შემორჩენილი ურმის ბორბლების ანაბეჭდებით ჩანს, რომ ბორბლის დიამეტრი 1 მეტრი უნდა ყოფილიყო. საკუთრივ ურემი კი სიგრძით 2,8 მ, სიგანით – 1,8 მ. სამარხში მიცვალებულის ჩონჩხი არ აღმოჩნდა. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო თიხის ოთხი ჭურჭლით, ოქროს ორი ერთნახევრიანი სასაფეთქლე რგოლით, ბრინჯაოს ხვიით, მასიური სამაჯურით, ბრინჯაოს შტანდარტით, ბრინჯაოს პირამიდულთავიანი და ძვლის მრგვალგანივკვეთიანი ისრისპირით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com