კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24467
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
სიღნაღი
დასახლებული პუნქტი:
წნორი
კოორდინატები:
X:583089.858101333 Y:4608752.38213037
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
მიწის ყრილის დიამეტრი – 80, ხოლო სიმაღლე – 2,5 მ. იყო. ფუძესთან შემოსდევდა 10 მ სიფართის რიყის ქვის ჯავშანი. ყრილის ცენტრის ქვეშ იყო ოთხკუთხა ორმო (10X10X2,5 მ). კამერა ხის ძელებით იყო გადახურული, ზემოდან მოცისფრო-მომწვანო თიხით მოლესილი, რომელზეც, მსგავსად კამერის იატაკისა, ჭილოფი იყო დაფენილი. ძელური გადახურვა სიმეტრიულად განლაგებულ 9 ბოძს ეყრდნობოდა. კამერის ერთ კუთხესთან აღმოჩნდა საფეხური, რომელიც კამერაში შესასვლელთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. შესასვლელი ცალკე სახურავით იყო აღჭურვილი. კედლების გაყოლებაზე შეინიშნებოდა ცეცხლის კვალი. კამერის ჩრდილო კედელთან, იატაკზე გაიწმინდა ორი მიცვალებულის ჩონჩხი. აქვე იყო დასვენებული მოკრუნჩხულ პოზაში ახალგაზრდა ქალი. კამერის ცენტრთან ასეთივე პოზაში დაკრძალული იყო ორმოციოდე წლის მამაკაცი, რომლის თავის ქალის არეში აღმოჩნდა 63 ოქროს ბიკონუსური მძივი, მაჯებზე ვერცხლის თითო სამაჯური, ხოლო ზურგთან _ აქატის მძივი და ვერცხლის ორვოლუტიანი საკინძი. კამერის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა ხის ოთხთვალა ურემი, რომელიც მხოლოდ ანაბეჭდების სახით შემორჩა. წინა ორი თვალი სანახევროდ იყო მიწაში ჩასმული, ურმის უკანა თვლები მოცილებული იყო ძარისაგან. ურმის სავარაუდო ძარაზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მახლობლად _ სხვადასხვა საქონლის ძვლები, კოჭები. აქვე იყო ოქროს საკინძი, ოქროს მილაკი და სხვ. ურმის ხელნასთან ეწყო ძვლისა და ობსიდიანის ისრისპირები და ოქროსგან ჩამოსხმული ლომის სტილიზებული მცირე სკულპტურა .


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com