მოკლე დახასიათება:
ჩაჟაშის ცენტრალურ მონაკვეთში, სოფლის მთავარი ქუჩის ხელმარცხნივ ტერასაზე, აღმართულია კოშკი, რომელსაც დასავლეთიდან მოგვიანებით XX ს-ში, საცხოვრებელი მიუშენეს.
კოშკი ნაგებია მუქი ფერის ფლეთილი ქვით და კირითაა შელესილი. ნალესობა ზედა ნაწილში კარგად არის შემონახული. გადახურვა ფიქალის, კოშკი 6 სართულიანია. შესასვლელი გაჭრილია სამხრეთ კედელში, მიწის დონიდან დაახლოებით 80 სმ-ის სიმაღლეზე. დასავლეთიდან კოშკს მიუდგეს უსახური საცხოვრებელი სახლი, რომელიც ფარავს ამ ნაგებობის ქვედა ნაწილს. სარკმელი ორივე კედლის ბოლო სართულშია გაჭრილი. კოშკი გვირგვინდება მძლავრად შვერილი ოთხთაღოვანი ქუდით. გვირგვინის თაღები ოდნავ განსხვავებული მოხაზულობისაა. ზოგი ნალისებრი, ზოგიც ნახევარწრიული. თაღებს შორის სიბრტყეებს აქვთ ძირში შეტეხვა, ორსაფეხუროვნება, რაც მეტ დეკორატიულობას და მოხდენილობას მატებს ამ ისედაც მაღალ და მოხდენილ კოშკს.