კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
24464
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჩაჟაში
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი კომპლექსი (ორი მაჩუბი და ბაგი) მდებარეობს ჩაჟაშის ცენტრალურ ნაწილში, მაცხოვრის ეკლესიის დასასვლეთით, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ორი, დიდი ზომის, გეგმით მართკუთხედის მოყვანილობის ერთმანეთთან მიჯრილი მაჩუბია შემორჩენილი. მათთვის უფრო გვიან, ჩვენ დროში დასავლეთიდან მიუშენებიათ შედარებით მცირე ზომის სადგომი - ბაგი. სამივე ნაგებობისგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია. მასალა ფლეთილი ქვა ალაგ-ალაგ ჩართული რიყის ქვებით. #16 - მაჩუბი, რომელიც განთავსებულია მაცხოვრის ეკლესიის ძირში წარმოადგენს წვრილი შავი ფერის ფიქალით ამოყვანილ ნაგებობას, რომელსაც შემორჩენილი აქვს კირის ნალესობის ფრაგმენტები. ნაგებობა ორფერდა სახურავით ყოფილა გადახურული. ამაზე მიგვანიშნებს O - W კედლებზე შემორჩენილი ფრონტონის ხაზი.შესასვლელი მაჩუბს ორივე სართულზე ჩრდილოეთიდან ¾ქონდა. #16(1) - მეორე მაჩუბი ოდნავ ჩრდილოეთით არის განთავსებული და აღმოსავლეთი მხრიდან უშუალოდ ებჯინება პირველს. წყობა და ტექნიკური მდგომარეობა იდენტურია. ისიც ორქანობა სახურავით იყო გადახურული. მასაც შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში აქვს გაჭრილი. ინტერიერის კედლები დასერილია ნიშებით. ამ ნაგებობაში ქვა უფრო ხშირად არის გამოყენებული, ვიდრე ზედაში. ამჟამად ამ ნაგებობებს საქონლის სადგომად იყენებენ. #16(2) - და ბოლოს ასევე ჩაქცეული ორსართულიანი სადგომი - ბაგი, რომლისგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი, სადგომი უშუალოდ მიაშენეს მეორე მაჩუბის დასავლეთ კედელს. ეს მცირე ზომის მოკლე ნაგებობაა შესასვლელებით ორ სხვადასხვა ღერძზე პირველ და მეორე სართულის, დონეზე ერთი ჩრდილოეთით და ერთიც დასავლეთ კედლის სამხრეთ მონაკვეთში. სათავსი ნაგებია რიყის ქვისა და ფლეთილი ქვის შერეული წყობით. მხატვრული თვალსაზრისით ამ ანსამბლს სერიოზული მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, მოცულობების აღდგენით შენარჩუნდება მთლიანად ჩაჟაშის ერთიანი სახე. დროში განსხვავების მიუხედავად გეგმარებისთვის უბრალოდ მოცულობის ფიქსაცია აუცილებლია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com