კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
23192
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ყვარელი
დასახლებული პუნქტი:
ახალსოფელი
კოორდინატები:
X:582587.26000134 Y:4640361.55002957
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წმ. ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით 1კმ-ზე, მდ. ავანისხევის მარცხენა ნაპირას, მთაზე. დარბაზულია (8.2x6.5მ.). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. კარ-სარკმლები და აფსიდის კუთხეები გამოყვანილია აგურით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილ კედლებს გარეთა მოპირკეთება დიდ ფართობზე ჩამოშლილი აქვს. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმელს ჩრდილოეთ გვერდი და გადახურვის მცირე ნაწილიღა შემორჩა. თითო სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი დანარჩენ კედლებშიც. აფსიდი გადახურული იყო სხმული კონქით (შემორჩენილია ჩრდილოეთის ნაწილი). შიგნით კედლები შელესილი ყოფილა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com