კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
მრავალსართულიან გამოქვაბულთა კომპლექსი N2
სარეგისტრაციო ნომერი:
23189
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული/კლდეში ნაკვეთი დასახლება,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი:
დმანისი
დასახლებული პუნქტი:
ახა
კოორდინატები:
X:423593.638698785 Y:4589375.44853087
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გამოქვაბულები გამოკვეთილია მდინარის პირას აღმართულ მაღალ, ფიქალოვან, ახალგაზრდული ფორმაციის ბაზალტის კლდეში 6 იარუსად. თითოეულ სართულზე რამოდენიმე თარაზულად ჩამწკრივებული ქვაბი დაკავშირებულია გვირაბისებური გასასვლელებით და ვიწრო აივნებით. ქვაბები შვეულადაც უკავშირდებიან ერთმანეთს ლუკის მაგვარი ხვრელებით. მე-6 სართულის ქვაბები 30 მ-ის სიმაღლეზეა. კომპლექსის 30 ქვაბული კი დაახლოებით 100 მ-ის სიგრძეზეა გადაჭიმული. მარცხენა ფრთის ქვაბები დაფანტულია, ცენტრში კი მჭიდროდ არის კონცენტრირებული. კომპლექსს ძირზე ბილი დაუყვება. ბილიკის პირას რამოდენიმე მოზრდილი მღვიმეა (N13,14,24,27,30). ფრიალო კლდეში ამოკვეთილ ქვაბებში მოხვედრა მხოლოდ მთასვლელური აღჭურვილობით შეიძლება, გაფანტულ გამოქვაბულებამდე კი ვიწრო ბილიკი მიდის. ქვაბულთა უმეტესობა ბუნებრივი გაფართოებული მღვიმეებია. მათი გეგმები და ღიობები შემთხვევითი ფორმისაა. კედლები და ჭერი რკინის იარაღით არის უხეშად ჩაჭრილი და ჩასწორებული. ქვაბთა სიმაღლე 2-დან 5-მდეა. შუა მაღალი ჭერი უკანა კედლებისკენ ცერად ეშვება ქვემოთ. ქვაბულთა ეს კომპლექსი წარმოადგენს მდ. ზურტაკეტის გამოქვაბულთა სისტემის აღმ. ნაწილს. მდინარის დინების აღმა, კიდევ ორი კომპლექსია ორთავე ნაპირზე გადომდგარ კლდეებში. სავარაუდოა, რომ ეს სისტემა სამონაზვნო დანიშნულების იყო, რადგან ერთ-ერთ კომპლექსში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, კარგად დამუშავებული ქვის ეკლესიაა, წინამდებარე კომპლექსის N10 ქვაბში კი ეკლესიის მაგვარი სივრცეა მოწყობილი - უხეშად მომრგვალებული აბსიდით და შემაღლებული საკურთხევლით. თითქოს მცირე სამლოცველოს კვალი ცანს N1 ქვაბულშიც, საჭრაქე და სასანთლე თახჩებით. კომპლექსის მხოლოდ N4 ქვაბის ღიობია ამოყვანილი დამუშავებული ქვის წყობით და არქიტრავით არის გადახურული. ეს შესასვლელი ფლეთილი ქვის კონტრფორსით არის ფლანკირებული. უკიდურეს მღვიმესთან N2 მიმავალი ბილიკი ასევე ფლეთილი ქვის ხელოვნური ბაქნით არის შეკრული. N10 და N11 ქვაბებში აღმოჩნდა გვიანიხანის კერამიკის ნატეხები. N3 გამოქვაბულში კი თონის ნაშთები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com