კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნასოფლარი ჰეღო
სარეგისტრაციო ნომერი:
23187
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,სათავდაცვო /ციხე-სახლი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
გირევი


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ნაგებობა მთლიანადაა დანგრეული და მისი ნაშთების გარჩევა გეგმის დონეზეც კი ძალზე რულია - ჭირს ძეგლის გეგმარებისთი კონფიგურაციის ზოგადი ამოკითხვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შენობის საზოგადო მონაცემების გამორკვევა. ვხვდებით მხოლოდ მცირე სიმაღლეზე შემორჩენილ, ირეგულარულად წარმოდგენილ კედლის „ნაგლეჯებს“. ზემოთ ხსენებულ სირთულეს განსაკუთრებით ხელს უწყობს შენობის ძირითადი კორპუსიდან მონარღვევი მასალა, რომელიც ჩამოშლილია, როგორც ინტერიერში ისე ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ართულების ძეგლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. გარდა ამისა, ნაგებობის ტერიტორია, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული მცენარეული საფარითაა დაფარული, რაც ასევე ხელის შემშლელ ფაქტორად წაროგვიდგება ნაგებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესში. ერთჯერადი დაკვირვებით და ყოველგვარი გაწმენდითი სამუშაოების გარეშე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომელიც ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი ორ ნაგებობას უნდა მოიცავდეს, თუმცაღა ეს მხოლოდ ვარაუდია და საბოლოო ჯამში აუცილებელია გაწმენდითი სამუშაოები, რომლის შედეგადაც გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com