კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნასოფლარი ჰეღო
სარეგისტრაციო ნომერი:
23186
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი,სათავდაცვო /ციხე-სახლი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
გირევი


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კვატრატული გეგმარების მქონე ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფიქალის ქვის წყობა და სადღეისოდ არსებული მონეცემებით მისი მდგომარეობა და ფიზიკური დაცულობა საკმაოდ მაღალია, რაც გამოხატულია შენობის ძირითადი კორპუსის მდგრადობაში. ნაგებობა საკმაოდ მაღალ დონეზეა შემორჩენილი, ხოლო დანგრეული ნაწილები ძირითადად ზედა არეებზე მოდის. ნაგებობა თითქმის ერთ დონეზეა დანგრეული და მოშლილი აქვს ზედა მხარე, რეალურად გადახურვის ნაწილი და ზედა ნაწილები. ინტერიერში არ გვხვდება სართულშუა გადახურვა, რომელიც ჩამოშლილია და შიდა სივრცეშია მოქცეული, თუმცა განირჩევა სართულიანობა, რომელიც სადღეისო მონაცემებით ოთხი სართული იკითხება. მცირედი დაზიანებები აღენიშნება შენობის ძირითად კორპუსსაც, თუმცა არაა რაიმე განსაკუთრებული სირთულის მქონე. ნაგებობის მთავარ ფასადზე ფიქსირდება სამი კარი, პირველი სამი სართულის სიმაღლეზე და ფასადის სხვადასხვა ნაწილში, თუმცა სხვა ფასადებზე გვხვდება სარკმლები, რომლებიც ასევე სართულების მიხედვითაა დალაგებული. ნაგებობას წინა, საფასადო ნაწილზე მიშენებული აქვს ქვის მასიური კიბე, რომლითაც მეორე სართულისდონეზე შევდივართ. შენობის საფასადო ნაწილი ყველაზე მაღალ წერტილში შემორჩენილია ორი სათოფურის კვალი, რომელბისც წირთხლების ზონეზეა დარჩენილი და აღარ იკითხება მათი მასრულებელი ნაწილები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com