კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
23182
სახეობა:
არქიტექტურის,საინჟინრო,საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის,მემორიალური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის; საბაღე_საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ; საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის; საბაღე_საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ; საცხოვრისი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
1886 -1910 წწ


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
სამტრედია
დასახლებული პუნქტი:
დიდი ჯიხაიში
კოორდინატები:
X:287794.999995368 Y:4678599.00002874
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსი მდებარეობს მდინარე რიონის ხეობაში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში, (სამტრედიის მუნიციპალიტეტი, დიდი ჯიხაიში). კომპლექსის ძირითადი ნაწილი, საცხოვრებელი სახლი, 1886 წელს აშენდა და მოგვიანებით ორჯერ გადაკეთდა, შენობის საბოლოო სახე არქიტექტორ ფრიკის პროექტით 1910-იან წლებში დასრულდა. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1947 წელს და გაიხსნა 1951 წელს. სახლ-მუზეუმს 5-ჯერ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ბოლოს მუზეუმს 2003 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებით გაუკეთდა რემონტი. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსი შედგება ჭიშკრის, მთავარი შენობის, სამეურნეო ნაგებობის და თავლისგან. მთავარი შენობა ორ სართულიანია, რომლის ქვეშ მოწყობილია ვრცელი მარანი. სახლს ჩრდილოეთიდან შუშბანდი გააჩნია, ხოლო სამხრეთიდან ორსართულიანი აივანი აკრავს. სამეურნეო ნაგებობა ერთ სართულიანია და მასში ამჟამად განთავსებულია საყარაულო, საკუჭნაო, სამეურნეო და საექსპოზიციო, სამზარეულო ოთახი და ადმინისტრაცია. ყოფილი თავლა ერთ სართულანი, გადაკეთებულია და მასში განთავსებულია სააქტო დარბაზი, სამი საცავი ოთახი, თავდაპირველი სახით შემორჩენილი თავლა და სხვენი. სახლ-მუზეუმის ეზოში დგას, საქართველოში ერთადერთი წყლის საქაჩი ქარის ძრავა, რომლიც ნიკო ნიკოლაძემ 1910-იან წლებში ააგო, რომლითაც ხდებოდა წყლის ამოტუმბვა ჭიდან და მარაგდებოდა შენობა-ნაგებობები, ასევე იყენებდნენ სამეურნეო მიწების მოსარწყავად. ეზოს ტერიტორიაზე ამჟამად სამი ნაგებობა დგას, რკინის კარკასით აგებული ავტო-სადგომი, ხის ფიცრულისგან შეკრული საპირფარეშო და ნალია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com