კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
21686
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები /შუა ბრინჯაოს ხანა _ ძვ.წ. მე-3 ათასწ. მე-2 ნახევარი - ძვ.წ. მე-17 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის დასასრული


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
თელავი
დასახლებული პუნქტი:
ლაფანყური
კოორდინატები:
X:547011.515600762 Y:4656836.15652914
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
არქეოლ. ძეგლი აღმოჩნდა 1966 წელს, თელავის კირქვა-მარმარილოს კომბინატის კარიერის მიმართულებით გზის გაყვანის დროს. ძეგლი იმავე წელს შეისწავლა იაე ინ-ტის კაე-მ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). სამარხში აღმოჩნდა ოდნავ ჩზნექილპირიანი და მომრგვალებულძირიანი ქვის ჯამი, ხელით ნაძერწი, ხუთი ჭურჭელი, რ-ებიც დამზადებულია ქვიშის, თეთრი, ზოგჯერ მბრწყინავი მინარევისა და წვრილი კენჭების შემცველი თიხით; ამოკაწრული, კონცენტრული ხაზითა და კოპებით შემკული, შავპრიალა ქილა; ასიმეტრიული ფორმის ორი ქოთანი. მათგან ერთი - მორუხო-მოყავისფროა, მეორე - მოწითალო-მორუხოდ გამომწვარი, ცალყურა, შვერილისებრი ორი კოპით; მორუხო-მოყავისფრო ბადია და კათხა, რ-საც სწორი, ბრტყელბაკოიანი პირი და ბრტყელი, ღარიანი ყური აქვს. ბადიას პირს, ზემოდან, გარშემოუყვება ამოღარული ხაზი. კათხას მსგავსი ხაზი პირს ქვემოთ აქვს შემოვლებული. ძეგლი მიეკუთვნება თრიალეთურ კულტურას. არქეოლ. მასალა ინახება თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სოფლის მიდამოებში, ძირითადად მდ. ლოპოტის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, აღმოჩენილია სახვადასხვა არქეოლ. მასალა, რ-იც დაცულია სოფლის სკოლის მუზეუმში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com