კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
21685
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/სასახლე, რეზიდენცია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/სასახლე, რეზიდენცია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-9-მე-10 სს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
თელავი
დასახლებული პუნქტი:
ლაფანყური
კოორდინატები:
X:545815.366800743 Y:4655774.81862917
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
რსაა მოზრდილი შენობის ნანგრევები (მიახლ. ზომები გარედან: სიგრ. - 25 მ, სიგ. - 16 მ), რ-საც ადგილობრივი მოსახლეობა "სასახლეს უწოდებს". შენობის შემორჩენილი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწითა და მცენარეულობით ისეა დაფარული, რომ მისი გეგმის ზუსტად დადგენა, გასუფთავების გარეშე, შეუძლებელია. ნაგებობა ორი, სხვადასხვა ზომის, ოთხკუთხა ნაწილისგან შედგება: მათ შორის ერთი, აღმ-ით მდებარე, შედარებით დიდია. იგი აღმ.-დას-ის მიმართულებითაა წაგრძელებული და გრძივი კედლით გამიჯნულ, სხვადასხვა სიგანის, ორ სადგომს შეიცავს. ამ ნაწილს დას-იდან ეკვრის, ოდნავ უფრო მიკლე, მაგრამ შედარებით განიერი ნაწილი, რ-იც ორსართულიანია. შენობა ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით. ქვა ფორმისა და ზომის მიხედვით შერჩეულია და დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვნად გამავალ რიგებად. აღმ. ნაწილის სადგომებიდან, სამხრ-ით მდებარე, თითქმის ორჯერ ვიწროა მეორეზე და გარეთკენ სწორკუთხა ბურჯებზე გადაყვანილი თაღედით იყო გახსნილი. შემორჩენილია აღმ. განაპირა თაღის ერთი (აღმ.) გვერდი - შესაბამის წირთხლთან ერთად და ორი ბურჯის ნაშთი. ჩრდ. კედლის დას. ნაწილიღა დგას. დანარჩენი კედლების მხოლოდ კვალი იკითხება. ნაგებობის დას. ნაწილის ორივე სართული შედგება ერთმანეთთან თაღოვანი გასასვლელებით დაკავშირებული, სამ-სამი კვადრ. ოთახისგან. ქვედა სართულის ოთახებიდან ორი ნანგრევებითაა სავსე და მათი არქიტ. გადაწყვეტა არ ირკვევა. მესამე, სამხრ-ით მდებარე ოთახი, კამაროვანია. ოთახის აღმ. კედელში მოწყობილია საშ. ზომის, სწორკუთხა ნიშა. მეორე სართულის დიდი ნაწილი დანგრეულია. ოთახების გამმიჯნავ ორივე კედელს თაღოვანი გასასვლელის წირთხლები და თაღოვანი ქუსლების ნაწილები შემორჩა. ჩრდ-ის განაპირა ოთახში აფსიდის მსგავსი, აღმ-ით ორიენტირებული მომრგვალებაა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com