კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
21684
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII-XIXსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
კასპი
დასახლებული პუნქტი:
ზემო ჩოჩეთი
კოორდინატები:
X:445027.759999115 Y:4637462.25002963
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფ. ჩოჩეთში, ოკაანთ უბანში. დარბაზულია (17.4X11.7მ.), ნაგებია აგურით. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, გვერდებზე - პატარა ბრტყელი ნიშები. თითო განიერი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთი ვიწრო სარკმელი - დასვლეთ კედლში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი მასიური პილასტრია, რომლებზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით ორად იყოფა დარბაზის დასავლეთ კედელი, აქ ყოფილა ხის პატრონიკე, საიდანაც ფანჩატურში ადიოდნენ. მოგვიანებით ფანჩატური გაუუქმებიათ და ეკლესია გადაუკეთებიათ. შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს პირველი სართული გეგმით სწორკუთხაა, კედლები შეისრული თაღებითაა დასრულებული, კუთხეებში აფრებია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი ყოფილა, დასავლეთისაში - ორი. მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურია, რომელსაც წახნაგებში შეისრული თაღით დასრულებული ღიობები აქვს. სამრეკლო გადახურულია აგურის გუმბათითა და კრამიტის პირამიდული სახურავით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე და სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულ ქვებზე შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com