კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
21682
სახეობა:
არქეოლოგიური
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ორმოსამარხი; რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამარხი/საფლავი/ორმოსამარხი; რელიგიური, რიტუალური/სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ბრინჯაოს ხანა _ ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები /გვიანბრინჯაოს ხანა-ძვ. წ. მე-16-11 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
ძვ. წ. XIII-XIIსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
კასპი
დასახლებული პუნქტი:
კასპი
კოორდინატები:
X:445912.299999125 Y:4650711.9100293
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სამაროვანი მდებარეობს სოფ. ზემო რენეს დასავლეთით, უსახელო მშრალი ხევის ნაპირას, ფერმის ტერიტორიაზე. 1974-75წწ. შეისწავლა ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიურმა ქსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). გაითხარა 8 სამარხი. ყველა ინჰუმაციურია. თიხნარ ნიადაგში, 1.2-1.4მ. სიღრმეზე გათხრილია გეგმით სწორკუთხა, წაგრძელებული, ხის ძელებით ან ტოტებით გადახურული ორმოსამარხები (1.2X0.8; 1.3X0.9მ.) სამარხები დამხრობილია სამხრეთიდან-ჩრდილოეთისაკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ჩრდილო-დასავლეთისაკენ. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთის ან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია სამზარეულოს და სამეურნეო დანიშნულების შავად გამომწვარი ჭურჭელი (დოქი, ფიალა, ჯამი, კოჭობი, დერგი, სადღვებელი და სხვ.), რომელიც შემკულია ამოღარული ირიბი ნაჭდევი და ნაპრილები ხაზებით, ტალღური და თევზიფხური სახეებით, რელიეფური სარტყლებით, ცხოველის თავის სტილიზებული გამოსახულებით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს იარაღი და სამკაული: კახური ტიპის სატევარი, ფოთლისებური და ალისებური სატევრისპირები, მასრაგახსნილი ხელშუბისპირები, ცენტრალურამიერკავკასიური ტიპის ცულები და სხვ.; სატეხი, ბტყელი ცული და ნამგალი; სასაფეთქლე ხვიები, საკინძები, სამაჯურები, მინისა და პასტის მძივები და სხვ.; ცხენის აღკაზმულობა: ლაგმები, საყბეურები და სხვ. სამაროვანზე აღმოჩნდა აგრეთვე ინსიგნიები: ბრინჯაოს კოპებით მოჭედილი ირმის რქის ძირის კვერთხი, ბრინჯაოს გრავირებული ცული ბრინჯაოსვე ტარითა და ყუაზე ძაღლის სკულპტურული გამოსახულებით. ცულის პირი და ტარი მორთულია მრავალფეროვანი ორნამენტით, რაც ცულის სარიტუალო-რელიგიურ დანიშნულებაზე მეტყველებს, ხოლო ტარის პროპორციების მიხედვით იგი საბრძოლო იარაღიც უნდა იყოს. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com