კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
21177
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII ს. ბოლო


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი:
დუშეთი
დასახლებული პუნქტი:
ოძისი
კოორდინატები:
X:458557.819499329 Y:4655016.24172919
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
დიდი ეკლესია (11.7x6.8მ) მცირე ეკლესიაზე XVIII ს. ბოლოს მიუშენებიათ. იგი აგურითაა ნაგები. ჩრდ-ით და დას-ით თითო თაღოვანი შესასვლელი აქვს. აღმ-ით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში ერთი ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ნიშია. მათგან ჩრდილოეთის ნიშის გვერდით ერთი მცირე ნიშია. დარბაზის დას. კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთისაში- ორი. აფსიდში, სარკმელთან ახლოს, აგურით ნაგები ტრაპეზია. გრძივი კედლები და კამარა ორი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით სამ, თითქმის თანაბარ ნაწილიდაა გაყოფილი. ერთი საბჯენი თაღი კამარის დას. კიდეშია, რომელიც კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს შორის მოქცეული კედლის შეღრმავებული ნაწილები ისრული თაღებითაა დასრულებული. ჩრდ. კედლის დას. შეღრმავებაში კარია გაჭრილი. დანარჩენ ორში თითო ფართო თაღოვანი სარკმელია. სამხრ. კედლის თაღებიდან აღმოსავლეთის ყრუა, შუა გახსნილია და გარედან მცირე ეკლესიის ჩრდ. კედელი ფარგლავს, დასავლეთისაში კი მცირე ეკლესიაში გასასვლელი ვიწრო თაღია. ეკლესიაში შემორჩენილია აგურის იატაკის ფრაგმენტები და რამდენიმე საფლავი. შიგნით ეკლესიას აგურით ნაწყობი ცილინდრული კამარა ხურავს, რომელსაც წვერშუ, საბჯენ თაღებს შორის, თითო ნახევარსფერული შეღრმავება აქვს გამოყვანილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com