კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
21096
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
16-17


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
ახმეტა
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კომპლექსი შედგება: დარბაზული ეკლესიის, კოშკის, სათავსოსა და გალავნისაგან. 1. ეკლესია დარბაზულია. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე. სარკმლის სპირეებად აგურია გამოყენებული. ტაძარს ქვის მარტივი ლავგარდანი ქონდა. დახურული იყო კრამიტით. თითო სწორკუთხა სარკმელია დასავლეთის და აღმოსავლეთის კედელში. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაკეთებული. კარი გარედანაც და შიგნიდანაც თაღოვანია. კარის ზღურბლი ერთი საფეხურით აწეული. კარის ღიობი კედლის ჩაღრმავების პრინციპით, ერთგვარ ჩარჩოშია ჩასმული. აბსიდა ნახევარწრიულია, დარბაზისგან მხრებით გამოყოფილი, რომელზე გადასულ თაღს კონქი და შეისრული კამარა ეყრდნობა. საკურთხევლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომლის ქვეშ ქვით ამოყვანილი ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა ნიშია, მათგან სამხრეთის ნიშს სამალავი აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან მოგვიანო პერიოდის კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი ქვითა და აგურითაა ნაგები. კიდეებში თითო სწორკუთხა სახატე ნიშია, შუაში კი აღსავლის კარი და ორი კარი, სუყველა შეისრულთაღიანია. თაღები აგურითაა გამოყვანილი. 2. კოშკი ტაძარზე სამხრეთიდანაა მიდგმული მოგვიანებით. სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. თაღების და კარის ღიობის გამოსაყვანად აგურია ნახმარი. სრულდებოდა ორფერდა სახურავით. კოშკის პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი აგურითაა გამოყვანილი და შეისრულთაღიანია. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სწორკუთხა ვიწრო სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთის კედელში სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. პირველი სართული სხმული კამარითაა გადახურული, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეორე სართულზე ასასვლელი ღიობია დატოვებული. მეორე სართულს დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს აღმოსავლეთიდან. კარი კედლის ჩრდილოეთ ნაწილშია გაჭრილი. ისიც აგურითაა გამოყვანილი და შეისრულთაღიანია. სამხრეთის მხარეს სხვადასხვა სიმაღლეზე ორი სწორკუთხა სარკმელია გაკეთებული. მესამე სართული სამხრივ გახსნილი ფანჩატურია, რომელშიც ასასვლელი მეორე სართულიდანაა. ჩრდილოეთის კედელი ყრუა, დანარჩენ მხარეს კი ორ-ორი შეისრული თაღითაა გახსნილი. თაღსაბჯენი სვეტები და თაღები მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. სართული კამარითაა დასრულებული. 3. მინაშენი კოშკზე დასავლეთიდანაა მიდგმული. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე. ერთადერთი სარკმელი დასავლეთის კედელშია გაჭრილი. სარკმელი სწორკუთხაა. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. ვიწრო კარი ნახევართაღოვანი გადახურვით ყოფილა დასრულებული. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში ერთი სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. დასრულებული უნდა ყოფილიყო კამაროვანი გადახურვით, რომელიც არ შემორჩა. 4. კომპლექსს ქვის გალავანი ქონია, რომლის კვალი მხოლოდ დასავლეთ ნაწილში იკითხება.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • კოშკის პირველი სართული

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • ტაძარი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

  • მინაშენი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com