კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
19399
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
ქუთაისი
დასახლებული პუნქტი:
ქუთაისი
კოორდინატები:
X:309924.117123465 Y:4681695.27242646


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი აგებულია კირხსნარითა და ფლეთილი ქვით. გახსნილ მონაკვეთში იკითხება ორი კედელი, რომლებზეც საპირე წყობა თითქმის აღარ არსებობს. მხოლოდ აღმოსავლეთის კედელზეა რამდენიმე საფასადე ქვა. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 2-3 მეტრია. სიგანე ფუნდამენტში, დაახლოებით 2 მეტრი. ობიექტი დგას ქუთაისის ნაქალაქარის დასავლეთის მიმართულების ერთ-ერთ მთავარ გზაზე. მე-19 და მე-20 საუკუნეების ინფრასტრუქტურამ გამოიწვია გზების გადაკეთება, რის გამოც ძველი გზა თავისივე ინფრასტრუქტურით თანამედროვე მოსახლეობის საკუთრებაში ჩაიკარგა. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან ჩანახატების მიხედვით დგას ძველი ნაეკლესიარი. კვლევების დღევანდელი მონაცემებით ეკლესია წმ. კოზმან და დამიანეს სახელობის უნდა იყოს (როლანდ ისაკაძე - ქუთაისის ადრექრისტიანული ეკლესიები. ქართველური მემკვიდრეობა XIII., 2009 წ).


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com