კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
19394
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სხვა კონფესიების რელიგიური ნაგებობები,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სხვა კონფესიების რელიგიური ნაგებობები,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1897 წ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახალციხე
დასახლებული პუნქტი:
ახალციხე
კოორდინატები:
X:331507.017997724 Y:4612450.28979415
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
27/10/2011
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/272
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ერთნავიანი, მოზრდილი ეკლესია, წარწერის მიხედვით აგებულია 1897 წელს. მდებარეობს ილია ხმალაძის ერთ-ერთი ქუჩის ბოლოში, მოსწორებულ ფერდობზე, ამიტომ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს სუბსტრუქციაა ამოყვანილი. ნაგებია უხეშად გათლილი პატარ_პატარა, კუთხეებმოსწორებული ნატეხი ქვებით, ხოლო ბაზისი, კუთხეები, კარ_სარკმელთა მორთულობა და ლავგარდანი (ლილვი, წრეთარგი, თარო) _ გათლილი ქვიშაქვით. სამი მხრიდან (დასავლეთის გარდა) სარკმლის ძირის დონეზე ლილვი თარო შემოსდევს. შესასვლელი ორია _ დასავლეთით და სამხრეთით, რომლებიც მთავარი დარბაზის ცენტრშია გაჭრილი. განიერი სარკმლები დასავლეთ_აღმოსავლეთით თითოა, ჩრდილოეთით _ ოთხი, სამხრეთით კი _ სამი (ორი _ კარის მარჯვნივ, ერთიც _ მარცხნივ). დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი, მაღალი სამრეკლო აქვს მიდგმული, რომლის ორ კუბურ, სამი მხრიდან თაღებით გახსნილ სართულს თავზე ექვსთაღედი ფანჩატური ადგას. შიგნით საკურთხეველი სამ ნაწილადაა დანაწევრებული: შუა, სწორკუთხა და პასტოფორიუმებით, რომლის კლიტის ქვის შუბლზე წრეში ჩასმული თითო ბოლნური ტიპის ჯვარია ამოჭრილი, გადახურულია ხის კონსტრუქციით და შეფიცრული ნახევარწრიულ_კამარისებურად. საკურთხევლის გადახურვები აგურისაა. შიგნიდან ორივე კარის მარჯვენა მხარეს ხაჩკარებია ჩასმული. ჩრდილოეთის კარის თაროში ქვის ემბაზია, სომხური წარწერით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებს მთელს სიმაღლეზე გამჭოლი მსხვილი ბზარი ასდევს, მოწყვეტილია ჩრდ._დას. კუთხე. ჩამომპალია გადახურვის ერთი ნაწილიც, საიდანაც ჩადის ნალექი. ერთად_ერთი მამკობი ელემენტი ტაძარს ფრონტონში აქვს: შუაში კვარცხლბეკზე შესმული ჯვარია სომხური წარწერით და თარიღით. ჯვრის მარცხნივ და მარჯვნივ ჯვრის სახედ ამოჭრილია სარკმლები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com